ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2015
გამომცემი ორგანო სახელი, გვარი/დასახელება
ნომერი №000000000/000000000
სარეგისტრაციო კოდი -----------------
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი | ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| სახელი, გვარი/დასახელება | -------/ -------------- |
| პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი | 000000000/000000000 |
| მისამართი | --------------- ------------- |
| წარმომადგენელი/მინდობილი პირი | -------------/------------ |
| აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები: | ჩატარებული აუქციონის მონაცემები: |
| (მისამართი ან/და სხვ) | ---------------- |
| საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი № | ----------------- |
| უძრავი ქონების ფართი კვ.მ., წილის ოდენობა და სხვ | ----------------- |
| ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია: | ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: |
| ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი ლარებში | ----------- |
| აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი ლარებში | ---------- |
| გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ლარებში | ----------- |
| აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ლარებში | ----------- |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის
დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2015 წლის 27 იანვარი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა (დანართი №1);
ბ) პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №2);
გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №3);
დ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4);
ე) პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმა (დანართი №5);
ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმა (დანართი №6).
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
№ -----------
„----“ „------ -------“ 20 წელი ქ. ახმეტა
აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:
სახელი, გვარი/დასახელება
-------/ --------------
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი
000000000/000000000
მისამართი
--------------- -------------
წარმომადგენელი/მინდობილი პირი
-------------/------------
_____________________________________________
აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:
ჩატარებული აუქციონის მონაცემები:
(მისამართი ან/და სხვ)
----------------
აუქციონის ჩატარების თარიღი
--------------
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი №
-----------------
აუქციონის №
--------------
უძრავი ქონების ფართი კვ.მ., წილის ოდენობა და სხვ
-----------------
აუქციონის ლოტის №
------------
____________________________________________________________________________________
ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები:
ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი ლარებში
-----------
სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა
---------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი ლარებში
----------
აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადა
----------------------------
გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური ლარებში
-----------
სხვა ვალდებულება
--------------------------
აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური ლარებში
-----------
______________________________________________________________________________
შეზღუდვა: ---------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება:
ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციონზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) პირობები ვიხილე ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვედზე http://www.myakhmeta.ge/ და სრულად ვეთანხმები მას. ინფორმირებული ვარ, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში - ოქმი) საფუძველზე, 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და ჩემს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში - ხელშეკრულება). ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა მართმევს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დამიბრუნდება.
სახელი, გვარი -----
დანართი №2
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
№-----
“-------” “-------- ------------------” ქ. ახმეტა
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა -
(აუქციონში გამარჯვებულის - ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე - ---------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: -------- (-------------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ – გამართულ ----- № ----აუქციონზე № ---- ლოტზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––---------------------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № ------ ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა.
(შემდგომში – ქონება)
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა).
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
(აუქციონის პირობები:)
ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: -------(---------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში
შემდეგ საბანკო ანგარიშზე -
ბ) ___________________________________________________________________________
გ)
დ)
ე)
სხვა პირობები და ვალდებულებები:
ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი “ბე” ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;
აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე” ჩაითვლება ანგარიშწორებისას.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისია
აუქციონატორი:
(ხელმომწერი)
---------------------------------------------- ------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
(ხელმომწერი)
------------------------------------------------ -------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი 3
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით გამოცხადებული აუქციონის
ხელშეკრულება
N-----
“-------” “-------- ------------------” ქ. ახმეტა
(რიცხვი, თვე, წელი)
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო
(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები).
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად.
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე - , -------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: --- (------) ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ჩატარებულ --------აუქციონზე მის მიერ
შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N-- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა
(შემდგომში– ქონება)
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
(აუქციონის პირობები:)
ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: -------(-----------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან -------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე -
ბ)___________________________________________________________________________
გ)
დ)
ე)
სხვა პირობები და ვალდებულებები:
ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელი ამიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს.
აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.
ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.
ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე” ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს აუქციონატორი.
აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე” ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.
პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.
აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან;
იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონატორი:
(ხელმომწერი)
-------------------------------------------- --------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
აუქციონში გამარჯვებული პირი
(ხელმომწერი)
-------------------------------------------------- -------------------------------
(რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
---------------------------------- ბეჭდის ადგილი
დანართი №4
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№––––––––
„------“--------------------20 წ.
ეძლევა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზედ,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ქონების დასახელება და მისამართი)
_______________________________________________________________________________
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
__________________________________________________________________________________
(საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ოქმის და ხელშეკრულების დასახელება ნომერი)
ოქმის და ხელშეკრულების შედგენის თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, მესამე ეგზემპლარი ინახება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
ბ.ა.
დანართი №5
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ
------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში
მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით.
ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. ) .
დანართი №6
ახმეტის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ---------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი (--/--/20-- წ.)