დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.156.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2015 წლის 27 იანვარი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 პუნქტის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიების გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი
პრემია გაიცემა გამგეობის თანამშრომლებზე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.
პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
პრემიის გაცემა ხორცილდება დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის წესი, მიზანი და პერიოდულობა
ერთდროულად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს 100%-ს .
პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვარტალური პრემიის გარდა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრიციპების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე წელიწადში სამჯერ.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.