„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №08/ნ |
|
2015 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
1. „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) საჯარო დაწესებულებაში („საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N449 დადგენილების შესაბამისად) დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას მინისტრის წერილობითი თანხმობის პროექტის მომზადება;". 2. „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნულ თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენა/აღრიცხვის კონტროლი;“. 3. „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, კორპორატიული ფასეულობების ანალიზი, საორგანიზაციო კულტურის ჩამოყალიბება და მისი დანერგვა;“. 5. „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წ) სხვადასხვა ტიპის ბაზების წარმოება (საგრანტო ხელშეკრულებებისა და სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, ხელშეკრულებების აღრიცხვა - ბაზის განახლება; მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ბაზის წარმოება/შესაბამისი ცვლილებების ასახვა; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება/განახლება; საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების აღრიცხვა და შესაბამის ბაზაში ასახვა; სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების) მონაცემების შემცველი ბაზების წარმოება; სამინისტროს თანამშრომელთა შვებულება/მივლინების ბაზების წარმოება და სხვა);". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №08/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.016914.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №08/ნ, 02.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016914 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2698508/