ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 11.07.2023
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,098 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2015 მიღება
11.07.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2015 წლის 27 იანვარი დაბა ასპინძა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ დებულება  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი დებულება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ მუხლი 1🔗. დებულების გამოცემის საფუძველი და რეგულირების სფერო   ეს დებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  ადგენს ასპინძის   მუნიციპალიტეტის ორგანოების, სამსახურების და თანამდებობის პირთა ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს თვითმმართველი ერთეულის სამოქმედო ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის  პროცესში.                                              მუხლი 2🔗. დებულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი   ადგილობრივი თვითმმართველობის, მისი სამსახურებისა და თანამდებობის პირთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე  მუხლის მე-14 და 61-ე ნაწილებით. აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010წლის 15 ივნისის №2-89 და 2011 წლის 7 აპრილის №2-55 ბრძანებებით. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილებათა განსაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგი მუხლებით:   51​3 -სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა;    53​3-მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებილისათვის გადაცემა;    55- სამიჯნე ნიშნის მოშლა ,დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა;    55​2-სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და  მიწათსარგებლობის უფლების გარეშე  სარგებლობა; 55​3-მიწის ფონდებზე ,მიწების მდგომარეობისა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება,მიწის გამოყოფის თაობაზე განცხადების შუამდგომლობის ,საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა; 119​1-გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება; 127​1-V ნაწილი-ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების დარღვევით; 145-აღრიცხვაზე აყვანის, საცხოვრებელ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში შესახლების წესების დარღვევა; 146​1- დასუფთავების  წესების დარღვევა; 148 - თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; 150 - თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; 150​1- თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა; 151- თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება; 152 - ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას; 153​4 - გარე  რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და გარე რეკლამის განთავსება შესაბამისი ნებართვის გარეშე; 159 - რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის, აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა; 159​1 - არასათანადო რეკლამის განთავსება; 96​4 - სარწყავი წყლის დატაცება.  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. 2.  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  96​4- მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე სათანადოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რომელიც სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს  ადმინისტრაციულ სახდელს. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა 1. ამ დებულების მე-3  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  სამართალდაღღვევაზე სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი დგება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა ოქმის შინაარსს და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. 2. სამართალდარღვევის ოქმი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს, რაც დასტურდება დამრღვევის მიერ ოქმზე ხელის მოწერით. მუხლი 5🔗. სამართალდარღვევის ოქმის შევსება და წარმოება: ოქმის შევსებისას აღინიშნება: ა) ოქმის შევსების თარიღი და ადგილი (რიცხვი, თვე, წელი.); ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი; გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ-( პირადი ნომერი, გვარი, სახელი, მამის სახელი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმა, რომლის დარღვევის შედეგად მოჰყვა ოქმის შედგენა; ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, თუ ასეთები არიან; ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება; თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები; ი) შენიშვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით, ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან არასწორად შევსების შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით (მუხლი 6🔗 ). 3. ოქმის შევსებისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში. 4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდარღვევის ჩამდენი, აგრეთვე მოწმეები და დაზარალებულები, ასეთის არსებობის დროს. 5. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტება და შენიშვნები,ასევე ახსნას ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 6. სამართალდარღვევის ოქმზე მითითებულ ადგილზე დაესმება ბეჭედი იმ  პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცვის ფორმების გაცემას. 7. ოქმების გაცემა უფლებამოსილ პირზე ხორციელდება დაწესებულების ან  პირველად წყალმოსარგებლის ხელმძღვანელის მიერ. მუხლი 6🔗. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 7🔗. სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი ოქმის მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან ოქმის გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდასმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ  ჟურნალში. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა აღირიცხოს  ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, ოქმის წარდგენა უნდა მოხდეს არასამუშაო დღის მეორე დღეს. ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი, დამოწმებული ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ჟურნალში დაუშვებელია ჩანაწერების გადაფხეკა, ჩასწორება  კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში ,, შენიშვნა“ პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.  ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ჯარიმის გადახდა, სააღსრულებო ფურცლის გამოწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განსჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 51​3, 53​3,55,55​2,55​3,127​1-V ნაწილი,145,146​1,148,150.150​1,151,152,153​4,153​6– IIნაწილი,159 და 159​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეები.  ადმინისტრაციული-სამართალდარღვევის კიდექსის 209​3  მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 107​4, 114​2, – VI ნაწილი და 119​1 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს ადგილობრივი თვითმართველიბის  ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 223​1 მუხლის შესაბამისად  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის  96​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას განიხილავს და დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციული სახდელის პირველადი წყალმოსარგებლის მიერ უფლებამოსილი პირი. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 290-ე მუხლის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 96​4 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის საქმეზე შეფარდებული ჯარიმის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროსი შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 9🔗. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილება (უფლებამოსილი პირი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე  მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს თვითმმართველი ერთეულის სახელით განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი.  საქართველის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე  მუხლის 61-ე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირს პირველადი წყალმოსარგებლის სახელით განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართალებრივი აქტით  - ბრძანებით.