ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 02.02.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1-2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.101.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის/დადგენილი ტარიფის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.02.2020
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 25.01.2019
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.01.2018
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.01.2016
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.12.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1-2
2015 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 161-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-82 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვების მფლობელების: შპს „თბილ ლაინ“-ის, შპს „კაპიტალ გრუპ“-ის, შპს „თბილ ქარ“-ის და შპს „ფაბლიქ ქარ“-ის (შემდგომში - ნებართვების მფლობელები) მიერ, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილების მე-12 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურების (კოდი: 6.2.11)“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით, ხოლო ფაქტობრივად გადაყვანილ მოქალაქეთა მგზავრობის ფასი ანაზღაურდება შემდეგნაირად:
ა) ნებართვების მფლობელებმა, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ;
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ინფორმაცია გადაუგზავნოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა უზრუნველყოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნებართვების მფლობელებისათვის, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ფასის სრული ოდენობის შესავსებად, 50%-ის ოდენობით თანხის ანაზღაურება (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას განსაზღვრული 0,65 ლარიანი მგზავრობის ფასის შემთხვევაში, შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ თითოეულ მგზავრზე 0,33 ლარის ანაზღაურება) 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურებ“-ის (კოდი: 6.2.11) ქვეპროგრამიდან. ამავე ქვეპროგრამიდან განხორციელდეს ნებართვების მფლობელების მიერ წარმოდგენილი 2014 წლის დეკემბრის თვის შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე ფაქტიურად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესაბამისი თანხების ანაზღაურება.
2.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილების მე-12 მუხლის ქვეპროგრამის „საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურების (კოდი: 6.2.11)“ მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შეღავათიანი მგზავრობის ფასით მოსარგებლე მოქალაქეებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ შეღავათიანი მგზავრობის უფლება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი