„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.037.016050
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №4/ნ

2015 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016047) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების:

1. მე-7 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან ეკონომიკა; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;“.

2. 31-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი განათლება: მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - ჰუმანიტარული მეცნიერებანი ან სოციალური მეცნიერებები; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური, სასურველი - რუსული;

გ) სავალდებულო - მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR მენეჯმენტის) მიმართულებით, მათ შორის, არანაკლებ 2 წლის სტაჟი მენეჯერულ პოზიციაზე, შესაბამისი მიმართულებით; სასურველი - საჯარო სამსახურში, შესაბამისი მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;“.

3. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის სამმართველოს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებისა, მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;

ა.ბ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

ა.გ) საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“;

ა.დ) „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება;

ა.ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) უმაღლესი განათლება: სასურველი - მაგისტრის ხარისხი; მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სასურველი - ეკონომიკა, საჯარო მმართველობა ან ინჟინერია; უცხო ენა: სასურველი - ინგლისური ან რუსული;

გ) სასურველი - მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; სასურველი - ეკონომიკის ან ინჟინერიის სფეროში;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Microsoft Office PowerPoint) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №4/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.037.016050.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4/ნ, 28.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.037.016050 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2700240/