📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.01.2015
ძალის დაკარგვა 23.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №62
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,506 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.01.2015 მიღება
23.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №62 2015 წლის 27 იანვარი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240​1 მუხლის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის  და „თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქცია (დანართი №1); ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალი) ფორმა (დანართი №3); დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის რეესტრის (ჟურნალი) ფორმა (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5);     ვ)    სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №174 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი №1 ქალაქ რუსთავის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების უნებართვოდ ან/და სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებაზე კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის–ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. კონტროლის განხორციელების სფერო და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო 1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლი ხორციელდება უნებართვო გადაყვანების გამოვლენისა და ნებართვის მფლობელსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური. 3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის თანამშრომელი (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელებისას ვალდებულია წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა და შეამოწმოს მხოლოდ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. 4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას თან იქონიოს: ა) სამსახურეობრივი მოწმობა; ბ) საჯარიმო ქვითრის ბლანკი. 5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას უფლებამოსილი პირი ადგენს საჯარიმო ქვითარს. 6. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, უფლებამოსილma პირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 7. უფლებამოსილი პირი ვალდებულია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, სწორად და ხარისხიანად შეავსოს საჯარიმო ქვითარი. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანამშრომელს დაეკისრება პასუხისმგებლობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, მისი შინაარსი და შევსების წესი 1. საჯარიმო ქვითარი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას, რა დროსაც მერიის ზედამხედველობისა და  ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის თანამშრომელი ამავე კოდექსის 242-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სამართალდამრღვევს ადგილზე გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდრულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (შემდგომში –საჯარიმო ქვითარი). 2. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს. 4. საჯარიმო ქვითარში შეიტანება: ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი; ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი; გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი; დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, იურიდიული პირის დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და ჯარიმის ოდენობა; ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები; თ) მერვე პუნქტში: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ფურცლების რაოდენობა; ი) მეცხრე პუნქტში: თანხის მიმღები ბანკის დაწესებულების მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა. 5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში. 6. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 7. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 8. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 9. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად. 10. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. 11. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. 2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი. 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 4. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. 5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებელების სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში. 7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით. 8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. 11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:  ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;  ბ) საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. ჯარიმის გადახდა, საურავის დარიცხვა 1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევის ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 36​1 მუხლით დადგენილი წესით. 3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მეორე და მესამე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერიის ზედმხედველობისა და  ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ. 5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მუხლი 7🔗. საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრება, საქმის განხილვა 1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს უმზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების – სამართლებრივი აქტის პროექტს.