„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქონელი, რომლის წარმოშობა ზუსტად არ არის დადგენილი, იმპორტის საბაჟო რეჟიმით საქარ-თველოს საბაჟო საზღვარზე გაიშვება ამ საქონლისათვის განსაზღვრული საბაჟო გადასახადის მაქსიმალური განაკვეთით, აგრეთვე აქციზისა და დღგ-ი ს დადგენილი განაკვეთით გაანგარიშებული თანხის გადახდის შემდეგ.“.
2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში წარმოშობილი შემდეგი საქონლის საქართველოში იმპორტი:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 1211 10 000, 1211 20 000, 1301 10 000, 1301 20 000, 1504 20, 1515 30, 1520, 1702 11 000 კოდებში, 28-ე და 29-ე თავებში წარმოდგენილი სამკურნალო ნედლეული და სუბსტანციები, 30-ე თავში მითითებული ფარმაცევტული პროდუქცია, მათ შორის, ვაქცინები, 3912 12 000, 3912 31 000, 7010 10 000, 7010 94 790, 9602 00 000 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონელი, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;
ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის (გარდა 8414 51 900, 8414 59 300, 8414 59 500, 8414 59 900, 8415, 8418, 8419 50 900, 8419 81 910, 8419 81 990, 8419 89 950, 8421 12 000, 8421 21 900, 8421 23 900, 8421 29 900, 8421 31 900, 8422 11 000, 8422 19 000, 8423 10, 8423 81, 8431, 8450, 8469, 8470 10, 8470 21 000, 8470 29 000, 8470 30 000, 8470 90 000, 8471 10 900, 8471 41 900, 8471 49 900, 8471 50 900, 8471 60 400, 8471 60 500, 8471 60 900, 8471 70 400, 8471 70 510, 8471 70 530, 8471 70 590, 8471 70 600, 8471 70 900, 8471 80, 8472 10 000, 8472 90, 8473, 8481 80, 8481 90 000, 8482, 8507-8513, 8516-8524, 8525 20 910, 8525 30, 8525 40, 8527-8528, 8529 10 200, 8529 10 310, 8529 10 390, 8529 10 400, 8529 10 500, 8529 10 900, 8531, 8536 61, 8536 69, 8539-8540, 8544-8546, 8548, 9001 90 900, 9003-9004, 9005 10, 9006-9010, 9014 20 900 და 9016 00 კოდებში ჩამოთვლილი საქონლისა) და 8531 10 100, 8539 10 100 კოდებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;
გ) საქონლის იმპორტი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შემდეგი კოდების მიხედვით:
3808 10 – ინსექტიციდები;
3808 20 – ფუნგიციდები;
3808 30 – ჰერბიციდები;
3808 40 – მადეზინფიცირებელი საშუალებები;
3808 90 – თესლის შესაწამლი პრეპარატები;
3904 10 000 – პოლივინილქლორიდი, სხვა კომპონენტებთან შეურეველი;
4001 – ნატურალური კაუჩუკი;
4702 00 000 – ცელულოზა მერქნისა, ხსნადი სორტები;
5001 00 000 – აბრეშუმის ჭიის პარკი, ამოსახვევად ვარგისი;
5101 – მატყლი, კარდო-ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე;
5106 და 5107 – ნართი შალის აპარატული დართვისა და სავარცხლური საცალო გაყიდვისათვის დაუფასოებელი;
5203 00 000 – ბამბის ბოჭკო, აჩეჩილი ან ნავარცხნ-ნაჩეჩი;
5402 – ძაფები კომპლექსური სინთეზური (საკერავი ძაფების გარდა), საცალო გაყიდვისათვის დაფასოებული;
7207 – ნახევარფაბრიკატები რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან;
7208 – ბრტყელი ნაგლინი რკინისა და არალეგირებული ფოლადისაგან;
7216 – კუთხოვანები, ფასონური ან სპეციალური პროფილები რკინისა და არალეგირებული ფოლადისაგან;
7408 – მავთული სპილენძისა;
7606 – ფილები, ფურცლები, ზოლები ან ლენტები ალუმინისა;
8713 და 8714 20 000 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები, მათი ნაწილები ან საკუთვნოები.“.
3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო გადასახადის დარიცხვა ხდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით (გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და იგი გადაიხდევინება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის საბაჟო გაფორმებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.“.
4. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7–მე-9 პუნქტები:
„7. ამ კანონის მე-18 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის დაბეგვრის წესისა და დაბეგვრისაგან გათავისუფლებული საქონლის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 მაისის №273 დადგენილების მოქმედება შეჩერებულია 2006 წლის 1 იანვრამდე.
8. 2006 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში:
ა.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 200 ლარამდე ღირებულების, მაგრამ ჯამური წონით არა უმეტეს 5 კგ კვების პროდუქტების იმპორტი;
ა.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ა.გ) ორი ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა);
ა.დ) უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 250 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ა.ე) საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი.
9. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 იანვრამდე წარმოადგინოს ამ კანონის მე-18 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქცია ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 30 ივნისი.
№1824-რს