„საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430110000.22.022.016911
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №05/ნ

2015 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის N42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სკოლებზე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე იმ თითოეული სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე თითოეული მასწავლებლისათვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების და ჩვენი საქართველოს საგნების თითოეული მასწავლებლისათვის და საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებლის სერტიფიკატის მფლობელი იმ თითოეული მასწავლებლისათვის, რომელიც ასწავლის შესაბამის საგანს შესაბამის საფეხურზე ან/და დაწყებითი საფეხურის V და VI კლასებში ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №42/ნ ბრძანების (სსმ, www.matsne.gov.ge, 08.04.2014; ს/კ 430110000.22.022.016777) პირველი მუხლით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის 2015 წლის იანვრის თვისათვის ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში 2015 წლის 28 იანვრის 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით უზრუნველყოს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით ამ დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2015 წლის 30 იანვრისა.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 19 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე