სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 11.06.2018
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია | სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.06.2018
დოკუმენტის ტექსტი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2015 წლის 30 იანვარი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ 20-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს დავალებების შესრულების, ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 600 ლარით.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრებისათვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისაგან.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდესის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.