ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2015
ძალის დაკარგვა 27.01.2016
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016155
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 29 იანვარი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის N3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 2🔗.
ავადმყოფთა დახმარება
1.
დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათ აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა:
ა)
თუ დიაგნოსტიკური კვლევების და მკურნალობის ხარჯი არ აღემატება 1000 ლარს დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების 60%-ის ოდენობით;
ბ)
1000 ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების 60%-ის ოდენობით მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ დიაგნოსტიკური სამედიცინო კვლევა, რომელიც არ ფინანსდება ჯანდაცვის არცერთი პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 70 პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
3.
დახმარების გაცემა მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდეს მოქალაქის პირად ანგარიშზე.
4.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები:
ა)
განცხადება;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე)
ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური სამედიცინო კვლევის ან სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
1.
მატერიალური დახმარება გაეწევათ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს: ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენის, ფსიქიკური პრობლემების და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით.
2.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 250 ლარის ოდენობით.
3.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
განცხადება;
ბ)
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმაN100;
ე)
ფორმა № IV-50/4 სსე - ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი;
ვ)
ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
მუხლი 4🔗.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება
1.
0-18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა)
სამ შვილზე - 100 ლარი;
ბ)
ოთხ შვილზე - 150 ლარი;
გ)
ხუთ შვილზე - 200 ლარი;
დ)
ექვს და მეტ შვილზე - 250 ლარი.
2.
ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.
3.
ოჯახებს, რომლებსაც 2014 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის ასაკამდე) დახმარება გაეწიოთ 300 ლარის ოდენობით.
4.
ოჯახებს რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ 50 ლარის ოდენობით.
5.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
განცხადება;
ბ)
ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
გ)
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
დ)
საბანკო ანგარიში;
ე)
ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ.
მუხლი 5🔗.
ობოლ ბავშვთა დახმარება
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებზე სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
განცხადება;
ბ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე)
ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ)
საბანკო ანგარიში.
მუხლი 6🔗.
ომის ვეტერანთა სარიტუალო დახმარება
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება;
ბ)
ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.
სოციალურ დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 7🔗.
ხანდაზმულთა დახმარება
1.
ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის) 500 ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
განცხადება;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
საბანკო ანგარიში.
მუხლი 8🔗.
ხანძრისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1.
დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს 3000 ლარისა.
2.
დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა)
განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ;
დ)
ცნობა ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე)
მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ)
ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ)
საბანკო ანგარიში.
მუხლი 9🔗.
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების მიზნით:
ა)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ)
საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით;
გ)
თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 50 ლარის ოდენობით;
დ)
თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.
მუხლი 10🔗.
ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება
1.
ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1.
ონის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
2.
სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს გამგებელს. გამგებლის მიერ იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3.
სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 12🔗.
წესში ცვლილებების შეტანა
წინამდებარე წესში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.