ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.01.2015
ძალის დაკარგვა 21.09.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.138.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (11)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.09.2015
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 16.09.2015
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2015 წლის 29 იანვარი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის თანდართული წესი დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ივლისის № 19 დადგენილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და იფრასტრუქტურის კომისიის დებულება“
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის თვითმმართელი თემის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესს.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.
გეოგრაფიული ობიექტები – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეული: ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ან/და ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი ზონა, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, ხეივანი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ტყე, პანთეონი, სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები;
2.
სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება.
3.
სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);
4.
დუბლირება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის იდენტური სახელდება;
5.
გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სამშობლოს დაცვის, სპორტის განვითარების, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, საერო ან სასულიერო პირი.
6.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში
სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.
7.
ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული
მიზნებისათვის.
8.
დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
9.
კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი,და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
10.
შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება
საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
11.
ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია:
1.
ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება;
2.
ქვეყნის და ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა;
3.
ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;
4.
კონკრეტული ფიზიკურ - გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;
5.
მაქსიმალური ინფორმირებულობა და მუნიციპალიტეტში ორიენტირების ხელშეწყობა;
6.
უნიკალურობა, განმეორებითობის თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა;
7.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;
8.
ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;
9.
საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 4🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოთხოვნით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს წერილობითი წინადადებით შეიძლება მიმართოს საკრებულოს წევრმა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2.
იმ შემთხვევაში თუ მომართვაში მითითებულია მიმართვის ავტორის აზრით თუ რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს გეოგრაფიულ ობიექტს, ასეთ შემთხვევაში მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდება ხორციელდება თუ:
ა)
წარმოიქმნა ახალი გეოგრაფიული ობიექტი ;
ბ)
გეოგრაფიულ ობიექტს არ გააჩნია სახელი:
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს თვალსაჩინო სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწის ვინაობას, მნიშვნელოვან და გამორჩეულ თარიღს (მაგ.: 9 აპრილის ქუჩა, 26 მაისის ქუჩა და სხვა), ცალკეულ ღირებულებებსა და ფასეულობებს (მაგ: თავისუფლების მოედანი და სხვა), მნიშვნელოვან ფაქტს ან/და მოვლენას, სხვა გეოგრაფიული ობიექტის (მაგ: იმერეთის ქუჩა) დასახელებას და სხვა.
3.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის სხვა ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
4.
გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან/ციფრისაგან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
მუხლი 6🔗
გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
1.
შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ -კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;
2.
მიიღწევა სახელწოდების განმეორებითობის თავიდან აცილება;მიიღწევა სახელწოდების განმეორებითობის თავიდან აცილება;
3.
არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;
4.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗
1.
გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 15 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას
ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და აქვს განსაკუთრებული წვლილი შეტანილი ქვეყნის განვითარებაში.
2.
გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებულ სახელდებისას მათი სახელ-გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).
3.
სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნებების ინიციალების გამოყენება (მაგ: „შ.რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“).
4.
დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).
5.
თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ: „მეფე დემეტრე თავდადებული”).
6.
ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ.: „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ: „26 მაისის ქუჩა“).
7.
დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, თუ გასასვლელი (მაგ: ახვლედიანის ქუჩის II ჩიხი) ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხს, შესახვევსა და გასასვლელსაც.
8.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ, შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.
მუხლი 8🔗
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების
სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
1.
შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
2.
შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
3.
არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
4.
სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 9🔗
1.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)
სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ)
ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ)
არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ)
სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების
ნუმერაციის მოთხოვნა.
2.
ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 10🔗
1.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციასთნ დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი განცხადებით შეიძლება მიმართოს უძრავი ქონების მესაკუთრე დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.
2.
იმ შემთხვევაში თუ მომართვაში მითითებულია მიმართვის ავტორის აზრით თუ რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს გეოგრაფიულ ობიექტს, ასეთ შემთხვევაში მიმართვა უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას და უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათავალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3.
განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების
სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ უნდა დაერთოს:
ა)
სსიპ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს ძალაში არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ)
სსიპ. _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მუხლი 11🔗
1.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
3.
ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასასრულამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტების დამატების შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლოესი უძრავი ობიექტის ნომერი დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 25-ა, 25-ბ და ა.შ.);
4.
ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის, შესახვევის, ჩიხის კენტი და ლუწი ნომრების (რიცხვების) ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
5.
ქუჩის, შესახვევის, ჩიხის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელად.
6.
განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, ან იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება ქუჩებზე, ხეივნებზე, შესახვევებზე, ჩიხებზე, მრავალბინიან სახლებზე სადარბაზოებზე, ბინებზე და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე პირველად მისამართის მინიჭება, ან კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია, მაშინ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკითხის შესწავლასა და დადგენილების პროექტის მომზადებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადასაგზავნად უზრუნველყოს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური“ ან/და ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითმა სამუშაო ჯგუფი“.
მუხლი 12🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების და ნუმერაციასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებში შემოსულ ყველა სახის წერილობით მომართვას შეისწავლის ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფი“ ან/და ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური“, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისა და ნუმერაციის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში.
3.
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფს“ საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიონ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოებრიობის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სამუშაოდ ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით მოიწვევს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელდებისა და ნუმერაციაზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის“ საბოლოო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ეგზავნება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც მიღებულ საკითხს განიხილავს სხდომაზე.
5.
კომისიის დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და დასაბუთებული დასკვნის ასლი), დასკვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვით შესათანხმებლად ეგზავნება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია).
6.
სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, ამის შესახებ მიმართვის ავტორს (გარდა საკრებულოს წევრისა) ეცნობება წერილობითი პასუხით.
7.
კონკრეტულ ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები და ახალციხის მუნიციპალიტეტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან ქუჩის ან მოედნის სახელდების შესახებ საკრებულოს განკარგულების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები მოცემულ ქუჩაზე ან მოედანზე არსებული სახელწოდების აღმნიშვნელი ნიშნების (მაჩვენებლების) საკრებულოს განკარგულებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
მუხლი 13🔗
1.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი (სახელდების შესახებ მომართვის ასლი, საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, საკრებულოს კომისიის დასაბუთებული დასკვნის ასლი და სამთავრობო კომისიის თანხმობა) წარედგინება საკრებულოს ბიუროს სხდომას, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შეტანასთან დაკავშირებით.
2.
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
3.
განცხადებას ობიექტისთვის, კერძოდ: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახური, რომელიც განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგებელს წარუდგენს საკრებულოს განკარგულების პროექტს ობიექტის ნუმერაციის თაობაზე .
4.
.წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკრებულოს განკარგულება ობიექტის ნუმერაციის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
5.
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.