„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 29.01.2015
ძალის დაკარგვა 27.07.2018
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2015 წლის 29 იანვარი
ქ. ახალციხე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
„მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე