„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1829
სარეგისტრაციო კოდი
170.000.000.05.001.001.946
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 19/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №012, 31.05.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის შუამდგომლობით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტებს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.“.

2. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს;“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

„5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს დაგირავებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

6. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას.

7. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის ასლს გასცემს სააღსრულებო ფურცლის გამცემი ნოტარიუსი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1829–რს