„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2015
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი №
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (13)
| 1 | სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა |
| 2 | სსიპ -ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა |
| 3 | საექსპერტო სამუშაოები და საავტორო ზედამხედველობა |
| 4 | დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა |
| 5 | სსიპ -სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის: |
| 6 | ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება |
| 7 | პროგრამის ადმინისტრირება |
| 8 | შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის: |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | კომპონენტის დასახელება |
| 5.2 კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა | 194.0 |
| 8.2 ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა | 46.3 |
| 8.3 სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა | 13.3 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №14
2015 წლის 29 იანვარი
ქ.თბილისი
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
,,სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“
2015 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებრებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა;
გ) საექსპერტო სამუშაოები და საავტორო ზედამხედველობა;
დ) დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებრებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:
ე.ა) სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა;
ე.ბ) კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა;
ვ) ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება;
ზ) პროგრამის ადმინისტრირება;
თ) შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის:
თ.ა) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
თ.ბ) ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა;
თ.გ) სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის მე-8 პუნქტით განსაზღვრული თანხის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ანგარიშზე მიმართვა;
ბ) თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება.
4. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, უზრუნველყოს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.
5. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“, უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 2 015.5 ათასი ლარით:
№
კომპონენტის დასახელება
ღირებულება (ათასი ლარი)
1
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა
433.4
2
სსიპ -ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა
101.0
3
საექსპერტო სამუშაოები და საავტორო ზედამხედველობა
69.0
4
დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა
200.0
5
სსიპ -სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:
1 044.0
5.1 სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა
850.0
5.2 კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა
194.0
6
ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება
5.0
7
პროგრამის ადმინისტრირება
45.0
8
შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის:
118.1
8.1 სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
58.5
8.2 ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა
46.3
8.3 სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა
13.3
სულ
2 015.5