თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.126.016139
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | საკრებულოს აპარატის უფროსი |
| 2 | განყოფილების უფროსი |
| 3 | თავმჯდომარის თანაშემწე |
| 4 | მთავარი სპეციალისტი |
| 5 | წამყვანი სპეციალისტი |
| 6 | უფროსი სპეციალისტი |
| 7 | სპეციალისტი |
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| № | თანამდებობათა დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2015 წლის 30 იანვარი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების 48-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
1. განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო №1 დანართის შესაბამისად.
2. განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 სექტემბრის №20 დადგენილება (ვებგვერდი, სსმ, 08/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.126.016105).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესოფიო ბუსკივაძე
დანართი N1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგო
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო (ლარობით)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1900
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1650
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1650
დანართი N2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო (ლარობით)
წამყვანი საჯარო თანამდებობა
1
საკრებულოს აპარატის უფროსი
1400
უფროსი საჯარო თანამდებობა
2
განყოფილების უფროსი
1000
3
თავმჯდომარის თანაშემწე
1000
4
მთავარი სპეციალისტი
700
უმცროსი საჯარო თანამდებობა
5
წამყვანი სპეციალისტი
650
6
უფროსი სპეციალისტი
600
7
სპეციალისტი
500