საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2015
ძალის დაკარგვა 30.07.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №174
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.06.2013
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №174
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ
„გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 581 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი“ (დანართი №1).
2.
დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).
3.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების ფორმები:
ა)
დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3);
ბ)
დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4).
4.
დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააღსრულებო ფურცელის ფორმა (დანართი №5).
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №44 ბრძანება.
6.
ამ ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ფორმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ამ ფორმის შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების ბლანკების მარაგის სრულ ამოწურვამდე.
7.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის შევსების ზოგად წესს.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებებსა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სააღსრულებო ფურცელს ადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი).
თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცელის ფორმების შევსების წესი
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის არსებობისას.
მუხლი 4🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემვსებთან, ხოლო მეორე გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 5🔗
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №2) აღინიშნება – მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; მონაცემები დამრღვევის პიროვნების შესახებ: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში _ მისი სახელწოდება, საინდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით; მოწმეთა სახელი, გვარი და მისამართები (თუ ისინი არიან); დამრღვევის ახსნა-განმარტება; არსებობის შემთხვევაში მითითება კეთდება ჩამორთმეული და დალუქული ნივთებისა და დოკუმენტების შესახებ, ასევე საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
მუხლი 6🔗
1.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით.
2.
დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 7🔗
1.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას განმხილველ, ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება აღნიშნულ საქმეზე.
2.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილ დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (დანართი №3) და დადგენილებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4) აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი და ადგილი; გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელება; ცნობები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებათა გადმოცემა; ნორმატიული აქტის ის გრაფა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, შესაბამისი ნორმატიული აქტის მუხლის ან/და მუხლის ნაწილის მითითებით, გარდა დადგენილებაში ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რა დროსაც ჯვარედინად მოინიშნება ის გრაფა, რომელშიც მითითებულია ის ნორმატიული აქტი, რომლითაც იხელმძღვანელა დადგენილების გამომტანma თანამდებობის პირმა და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
3.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი და სამართალდამრღვევი, თარიღის მითითებით, ხოლო თუ დადგენილების ასლი იგზავნება ფოსტის საშუალებით, კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 8🔗
1.
სააღსრულებო ფურცელში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2.
სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება - სააღსრულებო ფურცლის გამცემი; საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.
3.
სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.