„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 29.01.2015
ძალის დაკარგვა 23.02.2015
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 29 იანვარი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე ახალციხის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
მუხლი 1🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები
1.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, დახმარება გაიცემა ერთჯერადად;
2.
მოსარგებლე – სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 0-დან 100000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, ხარჯების ანაზღაურება განისაზღვროს ანგარიშ-ფაქტურაში წარმოდგენილი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 250 ლარისა, ერთჯერადად.
3.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);
ე)
ანგარიშ-ფაქტურა;
ვ)
პირადი ანგარიში;
ზ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
თ)
მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის პირადად დაფინანსების შემთხვევაში).
4.
ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურის და ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 2🔗.
სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად
1.
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 70000 ჩათვლით, მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
2.
მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 70001-დან 200000 ჩათვლით და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
3.
მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 200000-ზე მეტს და მოქალაქე, რომელიც არ არის დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400 (ოთხასი) ლარს, მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 30%, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა;
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის ასლი.
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
ე)
წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ვ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ზ)
სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო მიმართვის ასლი;
მუხლი 3🔗.
გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით.
1.
მოსარგებლე - მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-100 000 ჩათვლით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70 % მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
2.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);
ბ)
განმცხადებლის პირადობის ასლი.
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი.
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ე)
წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
ვ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3.
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციების დაფინასება ერთჯერადად, რომლებიც არაა გათვალისწინებული მუხლი 1🔗, მუხლი 2🔗 და მუხლი 3🔗 -ში.
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს ერთჯერადად აუნაზღაურდება სამედიცინო გამოკვლევის, მკურნალობისა და ოპერაციის გადახდილი ან გადასახდელი ხარჯების 100%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნობრივად გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ.
2.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა)
განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე).
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ)
დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი.
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100).
ე)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3.
ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან ანაზღაურება მოხდება მოქალაქის პირად ანგარიშზე მის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურის და ქვითრის წარმოდგენის შემდეგ.
მუხლი 5🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
ერთჯერადად ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 125 ლარს.
2.
ერთჯერადად ყოველ მესამე ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 200 ლარს.
3.
ერთჯერადად ყოველ მეოთხე და მეტ ახალშობილზე ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 250 ლარს.
4.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ)
ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და მეტ ახალშობილზე);
ე)
ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მესამე, მეოთხე და მეტ ახალშობილზე);
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ერთ-ერთი მშობლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეების სწავლის ღირებულება დაფინანსდება მშობლის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით.
2.
დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების შემდეგი კატეგორიის ბავშვები:
ა)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების შვილები;
ბ)
პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები;
გ)
დედით ან მამით ობოლი ბავშვები;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა შვილები;
ე)
მრავალშვილიან ოჯახთა შვილები (4 და მეტი შვილი);
ვ)
ავღანეთის ომის მონაწილეთა შვილები.
3.
იმ მშობლის შვილი, რომელიც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სწავლობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლა“-ში, ან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ა.ა.ი.პ. ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ახალციხის სამხატვრო სკოლა“-ში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება მშობლის მიერ გადასახდელი სწავლის ღირებულების თანხის 100%.
4.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი);
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);
დ)
ომის მონაწილის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ე)
ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ვ)
გარდაცვალების მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
ზ)
ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა; (ასეთი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში);
თ)
მრავალშვილიანმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობა.
მუხლი 7🔗.
იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ, მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით;
2.
ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე)
დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი;
ვ)
განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში ქორწინების მოწმობის ასლი);
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიცემა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
სოციალური დახმარება გაიცემა შემდეგ მოქალაქეებზე:
ა)
შურა ლაბაძე (პირადი №47001026021);
ბ)
ივანე ლაბაძე (პირადი №47001030342);
გ)
ლაზარე ხითარიშვილი (პირადი №47001020679);
დ)
მარიამ კაპანაძე (პირადი №47001019536);
ე)
მარიამ ლაბაძე (პირადი №47001034719);
ვ)
თეიმურაზ თაბაგარი (პირადი №47001029805)
3.
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი;
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლე პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რეგისტრირებულ დაზარალებულ უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანამონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და თანამონაწილეობის ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის არა უმეტეს 50%-ისა.
3.
მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება;
ბ)
განმცხადებელის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობების ასლები;
გ)
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად თანხის გამოყოფის შესახებ;
დ)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა შესასყიდი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ;
ე)
გეოლოგიური დასკვნა შესაძენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ;
ვ)
უძრავი ქონების გამყიდველის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ)
უძრავი ქონების გამყიდველის საბანკო ანგარიში.
4.
ანაზღაურება განხორციელდება უძრავი ქონების მყიდველსა და გამყიდველს შორის ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, უძრავი ქონების გამყიდველი პირის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ომის ვეტერანები:
ა)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები;
ბ)
ავღანეთის ომში მებრძოლი პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები;
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი;
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანები 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მიიღებენ 150 ლარს.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი;
ბ)
ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ვეტერანის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 12🔗
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპული ოჯახები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარს (6 მაისს, გიორგობას).
2.
წარმოსადგენია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი;
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ოჯახს წევრის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 100 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება
1.
მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 წელს გადაცილებული უხუცესები ერთჯერადად მიიღებენ 200 ლარი.
2.
დოკუმენტაცია:
ა)
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი;
ბ)
მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 14🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ პირების სოციალური დახმარება
1.
მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული I-II ჯგუფის სტატუსის მქონე უსინათლო პირები მიიღებენ 150 ლარს.
2.
მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული I ჯგუფის სტატუსის მქონე შშმ პირები მიიღებენ 150 ლარს. გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წელიწადში ორ ნაწილად, 75-75 ლარით, სააღდგომოდ და საახალწლოდ მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერჯერადი დახმარება საშენი მასალებით
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები საჭიროებენ გადაუდებელ - აუცილებელ შეკეთებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის შესაკეთებლად მიიღებენ ერთჯერად დახმარებას სამშენებლო მასალის სახით (არაუმეტეს 300 ლარისა).
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მოქალაქის განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.
მუხლი 16🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
1.
ხანძრის შედეგად საცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისთვის დაზარალებულ ოჯახს მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
2.
ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელ ფართზე მიყენებული ზარალისთვის დაზარალებულ ოჯახს მიეცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, არა უმეტეს 500 (ათასი) ლარისა.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება;
ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ხანძრის აქტი (სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან);
დ)
შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თანდართული დაზიანებული შენობა-ნაგებობის სურათებით.
ე)
პირადი საბანკო ანგარიში.
4.
ზარალის ოდენობას განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფი.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 17🔗.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციართა ოჯახები) სურსათის სახით მიიღებენ ერთჯერად დახმარებას სააღდგომოდ და საახალწლოდ (75 ლარის ფარგლებში);
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებულთა და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები (უფასო სასადილოში კვებაზე მყოფი ბენეფიციარები ) ზამთრისათვის გათბობის უზრუნველსაყოფად მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 100 ლარის ოდენობით.
3.
გათბობის უზრუნველსაყოფად თანხის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, კვებაზე მყოფი ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 18🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჰემოდიალიზზე მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წელიწადში ორ ნაწილად, 75-75 ლარით, სააღდგომოდ და საახალწლოდ მოსარგებლის პირად საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 19🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურებით
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი ლაბორატორიული სერვისის მომწოდებელ სამსახურთან.
2.
მოსარგებლე - მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 57000 ქულას.
3.
წარმოსადგენია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული მოხსენებითი ბარათი საანალიზო სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მითითებით;
მუხლი 20🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება
მოსარგებლე - ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილ პირთა დახმარება სურსათის სახით სააღდგომოდ და საახალწლოდ;
მუხლი 21🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მეურვის განცხადება;
ბ)
მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე)
მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ვ)
მეურვის პირადი ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის პირად ანგარიშზე.
მუხლი 22🔗.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოში კვების დაფინანსება
1.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ უფასო სასადილოში ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად ისარგებლებენ ერთჯერად კვებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა)
მარტოხელა, შრომისუუნარო პენსიონერები;
ბ)
მრავალშვილიანთა ოჯახები და ობოლი ბავშვები (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 70 000 ქულის ჩათვლით;
გ)
I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები;
დ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 0-დან 57 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით;
ე)
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
ვ)
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
2.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა)
მარტოხელა, შრომისუუნარო პენსიონერებისათვის:
ა.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ბ)
მრავალშვილიანთა ოჯახებისა და ობოლი ბავშვებისათვის (დედით, ან მამით) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 70 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით:
ბ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
ოჯახის ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები;
ბ.დ)
ობოლი ბავშვების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ბ.ე)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
გ)
I და I I ჯგუფის შშმ პირთა ოჯახები;
გ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის (მოსარგებლე ბავშვის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის) ასლი;
გ.გ)
ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი:
გ.დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100) დედანი;
დ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 0-დან 57 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით:
დ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
დ.გ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
ე)
დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის:
ე.ა)
განმცხადებლის, პირადობის მოწმობის ასლი;
ე.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ან ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე.გ)
მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;
ვ)
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
ვ.ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ.ბ)
დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;
ვ.გ)
ვეტერანის მოწმობის ასლი.