📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 05.11.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016267
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,019 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
05.11.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №2 2015 წლის 30 იანვარი ქ. წყალტუბო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 აგვისტოს №45 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016214. 22/08/2014). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗  1. ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ან შესყიდვის სხვა საგანი) მიღების  პროცედურებს და აწესრიგებს ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჯგუფების (კომისიების) შექმნისა და საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო ან შესყიდვის სხვა საგანი) მიღების  მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ  იქმნება თანამშრომელთა ჯგუფები, (კომისიები), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით და ამ წესით  განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. 3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლსა  და შესყიდვის ობიექტის მიღებას ახორციელებს  იმ სტრუქტურული ერთეულის (სამსახური) თანამშრომელთა ჯგუფი (კომისია) ან/და თანამშრომელი, რომლის ინიცირებითაც განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვა ან თანამშრომელთა ჯგუფი (კომისია) ან/და თანამშრომელი იმ სტრუქტურული ერთეულიდან, რომელიც მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში როგორც შესყიდვის ობიექტის მიმღები  ან შესაბამისი  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესყიდვების ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე,  კონტროლსა  და მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა ჯგუფი (კომისია) ან/და თანამშრომელი. 4. საჭიროების შემთხევევაში შესაძლებელია  გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნას კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით კომისია, რომელიც შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელთაგან. 5. ცალკეული შესყიდვის ობიექტის მიმღებად შესაძლებელია განისაზღვროს როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის,  ასევე საკრებულოს თანამშრომელი ან თანამშრომელთა ჯგუფი,  რომელიც ამ წესის შესაბამისად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. თავი II სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. ჯგუფების  (კომისიები) სტრუქტურა 1. თანამშრომელთა ჯგუფები (კომისიები) არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით  გამგეობის სამსახურებში იქმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ჯგუფის უფროსი,  ჯგუფის წევრი (წევრები) და მდივანი. 2. ჯგუფების (კომისიები) შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი  და/ან  განყოფილების უფროსი (უფროსები) და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები). შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც. 3. ჯგუფს (კომისია) ხელმძღვანელობს გამგებლის მოადგილე ან  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) უფროსი, რომელიც იწვევს საჭიროებისამებრ სხდომას საკუთარი ინიციატივით, გამგებლის დავალებით ან ჯგუფის წევრთა მოთხოვნით. 4. ჯგუფის (კომისია) უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს  გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტით  განსაზღვრული წევრი.  5. ჯგუფის (კომისია) უფროსი  ანაწილებს დავალებებს ჯგუფის წევრებს შორის. 6.  მდივანი უზრუნველყოფს ჯგუფის მუშაობის ორგანიზებას ჯგუფის უფროსისათვის მის მიერ გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენას, ჯგუფის  წევრთა ინფორმირებას სხდომის დღის წესრიგისა  და ჩატარების დროსთან დაკავშირებით, ჯგუფის (კომისია) შესაბამისი სხდომის ოქმის შედგენას, სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას. ჯგუფის (კომისია) სამუშაო დოკუმენტაცია ინახება მდივანთან.. 7. ჯგუფების (კომისიები) მატერიალურ - ფინანსური უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით, ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. 8. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლსა  და შესყიდვის ობიექტის მიღებაზე განსაზღვრულია კონკრეტული თანამშრომელი (თანამშრომლები), იგი ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და შესყიდვის ობიქტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღებისას  უზრუნველყოფს  მხოლოდ შესაბამისი აქტის გაფორმებას, რომელსაც აწერს ხელს და წარუდგენს გამგებელს. მუხლი 3🔗. ჯგუფების (კომისიები),  მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი    თანამშრომლის (თანამშრომლები) უფლებამოსილება 1. ჯგუფის (კომისია) უფროსი, აგრეთვე  მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი    თანამშრომელი (თანამშრომლები) უფლებამოსილია მიმართოს გამგეობის სამსახურს (სამსახურებს) შესაბამისი დასკვნების მომზადების, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. 2. ჯგუფის (კომისია ) უფროსი, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ვალდებულია  მოახდინოს რეაგირება ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე, შეადგინოს აქტი და აღნიშნულის შესახებ  წერილობით შეატყობინოს გამგებელს. 3. ჯგუფები (კომისიები), მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თანამშრომლები) ახორციელებენ: ა) კონტროლს მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიქტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღება-ჩაბარებას და შესაბამისი აქტის გაფორმებას, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი, ჯგუფის წევრები და წარედგინება გამგებელს. დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების/დამატებების, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების მოქმედების ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე წინადადებების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას. ე) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას. ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. ზ) ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე, ადგენს აქტს და აღნიშნულის შესახებ  წერილობით ატყობინებს გამგებელს. თ) იმ შემთხვევაში, თუ ინიცირება შემოსულია ერთი სამსახურის მიერ, ხოლო ხელშეკრულებით ან გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესყიდვის ობიექტის მიმღებად განსაზღვრულია გამგეობის სხვა სტრუქტურული ერთეული (სამსახური),  ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება ევალება  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებით და ადმინისტრაციული აქტით შესყიდვის ობიექტის მიმღებად განსაზღვრულ გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს (სამსახური) ან/და თანამშრომელს (თანამშრომელთა ჯგუფს). ი) ოქმს ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი, მდივანი და წევრები. 4. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. 5. ჯგუფის (კომისია) უფროსი პასუხისმგებელია ჯგუფის (კომისია) წევრების საქმიანობაზე. 6.ჯგუფის (კომისია) უფროსი, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (თანამშრომლები) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 4🔗. ჯგუფების (კომისიები)  სხდომა 1. ჯგუფის (კომისია)  სხდომა  უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. ჯგუფი (კომისია) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით. 3.  ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ჯგუფის (კომისია) უფროსის ხმა. 4.  ჯგუფის (კომისია) სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის (კომისია) უფროსი და წევრები, რომელიც წარედგინება გამგებელს. 5.  იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის (კომისია) წევრს აქვს განსხვავებული აზრი, იგი  ვალდებულია თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და შემდგომ წარედგინება გამგებელს.