⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.03.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 28.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016072
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,982 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
28.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2015 წლის 30 იანვარი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22  ივლისის N17 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი 1 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახური 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში–მერიის) ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახური (შემდგომში–სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით–ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას. ზემოთხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას. 2.სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი’’-ს, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, მერიის დებულების, ამ დებულებისა, საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3.  სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 4.  სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით. 5.სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 6.  სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერი. 8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი   ახალციხე, შალვა  ახალციხელის  №2. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების–განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება; ბ) არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება. 3.   სამსახურის  განყოფილება  შედგება  განყოფილების  უფროსისა  და  განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და  შესაბამისი  სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის  უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მერი. 3.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსი: ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების,დისციპლინური პასუხისმგებლობის,შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ)განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ)მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გადაყენებისას. 4. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 5. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ,,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების  უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; თ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ი)  მიიღოს თანამდებობრივი სარგო, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრემია და სხვა დანამატები; კ)   აუნაზღაურდეს  სამსახურებრივი მივლინების  ხარჯები ; ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით  ; მ)   ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით ; 3. სამსახურის მოხელე ვალდებულია ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ)შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების  შესაბამისად, მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არამიზნობრივი გამოყენება; ი) იზრუნოს  კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობითა და სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ)  დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების კონცეფციების შემუშავებას; დ)  დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ)    გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო  პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მოქმედი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანების პროექტების შემუშავებას; ლ) შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკურ ზედამხედველობასა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას; მ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს, სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათ წარდგენას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილებისათვის; ნ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; ო) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას, შენახვასა და მოვლაპატრონობას; ჟ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას,შესაბამისი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას , მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას  და მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას თვითმართველობის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. რ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას,გარე განათებაზე  და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირებაზე მონიტორინგი; ს) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია განვითარების პროგრამის პროექტების მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელებაზე კოორდინაცია და მიმდინარე მონიტორინგი; ტ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სამუშაოების ფარული, შუალედური, საბოლოო შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას და მათი სისწორის დადასტურებას შესაბამისი ხელმოწერით; უ) არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობას; ფ) საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და მიმდინარე შესრულებაზე მონიტორინგი; ქ) შესრულებულ სამუშაოთა მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამშენებლო ნორმების შესაბამისად შემსრულებლის მიერ გამოყენებული სამშენებლო მასალების და კონსტრუქციების ხარისხის, მათი გამოყენების ვარგისიანობაზე ყველა საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების და შემოწმებების კონტროლს; ღ) მუშაობის პროცესში შემსრულებლის მიერ მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით სამუშაოების შესრულების ინსპექტირება-კონტროლი; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილება ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და დასახლების დაგეგმარების უზრუნველყოფა; ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; დ) ცალკეულ მიწის ნაკვეთებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მისამართის მინიჭებისათვის საკითხის განხილვა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების  მომზადება; ე) სივრცით-ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება, კომპეტენციის ფარგლებში; სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესის რეგულირება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ვ)მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება; ზ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების გამოყენებისა და განაშენიანების, ასევე მუნიციპალიტეტში ურბანული დაგეგმარების საკითხებზე პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; თ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; ი) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა - გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა  და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; კ) წინადადებების მომზადება და განხილვა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, გარე რეკლამა/ მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით; ლ) ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის  მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად; მ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისებისას, შესაბამისი დასკვნების  მომზადება; ნ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი  სამართლებრივი  აქტების  მომზადება; ო) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  ურბანული განვითარების   ხელშეწყობა. მუხლი 8🔗. არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობის  რეგულირების განყოფილება არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობის  რეგულირების განყოფილების  ფუნქციებია: ა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების,ორგანიზაციების,იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვა/შენობა ნაგებობების  ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული  ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ ესთეტიკური მდგომარეობა/; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ  გამოყენების პირობების  დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო  დოკუმენტის პროექტის  შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების,ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად; გ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა  შეთანხმება, ქალაქში არსებულ  ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება; დ) შეთანხმებული  სამშენებლო დოკუმენტის  შესაბამისად შენობა  ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან  პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისათვის  წარდგენა; ე) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; ზ) სამსახურის უფროსისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. მუხლი 9🔗. სამსახურის  უფლება-მოვალეობები 1.   სამსახურს  უფლება       აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ცალკეულ  საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; ბ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში; გ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის  შესახებ; დ) თავისი  კომპეტენციის  ფარგლებში მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებასა და სასამართლო საპროცესო წარმოებაში კომპეტენციის  ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედია  საშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; თ) დადგენილი წესით განახორციელოს  ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების  შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა)  პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა - პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრულ იფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  შინაგანაწესი. მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას 2. სამსახურის  დაფინასების ძირითადი წყაროა ქალაქ ახალციხის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. მუხლი 11🔗. სამსახურის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. დასკვნითი  დებულება სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.