მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არაუმეტეს 1 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების გაცვლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობისხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2015 წლის 30 იანვარი
ქ. წყალტუბო
მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და პირობები
მუხლი 1🔗
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების ტოლფასი ქონების წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემის (შემდგომში – ქონების ურთიერთგადაცემის) პირობებს.
2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – გამგებელი) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს (შემდგომში - საკრებულო) თანხმობით.
3. ქონების ურთიერთგადაცემის მხარე მუნიციპალიტეტის გარდა შეიძლება იყოს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან ამ პირთა გაერთიანებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება:
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.
მუხლი 2🔗
1. ქონების ურთიერთგადაცემის ინიციატორი შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტი, ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება.
2. ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნის საფუძველზე.
3. თუ ურთიერთგადასაცემი ქონება არატოლფასოვანია, ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულადი თანხით ან სხვა ქონებით.
4. ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ განცხადების წარდგენის ან მუნიციპალიტეტის მიერ საკითხის ინიციირების შემთხვევაში, ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 3🔗
1. გამგეობის გადაწყვეტილება (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ცნობები მხარეების შესახებ;
ბ) ურთიერთგადასაცემი ქონების დასახელება და მისამართი (საკადასტრო ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები);
გ) ურთიერთგადასაცემი ქონების ღირებულება;
დ) არატოლფასოვანი ქონების შემთხვევაში, ფულადი თანხის ოდენობა ან მონაცემები იმ ქონების შესახებ, რომლითაც ხდება ქონების ნაწილის ანაზღაურება;
ე) სხვა მონაცემები ქონების ურთიერთგადაცემის საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ქონების ურთიერთგადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეებს შორის იდება ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება.
3. უძრავი ქონების ურთიერთგადაცემისას ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებიდან არანაკლებ 10 დღის ვადაში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
მუხლი 4🔗
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 5🔗
ქონების ურთიერთგადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო კანონმდებლობით დადგენილი წესით.