საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.018404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 245 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 30.01.2015 საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 04.02.2015 საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 30.01.2015 საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობის, ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 76% 23.07.2015 ციცი ჭელიძე, სოფიკო ჯიჭონაია, ანა გაგუა და სხვები საქართველოს პარლამენტის და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 76% 28.11.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №20 2015 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  89​8  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განახორციელოს ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამები, რომელიც აკრედიტებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება არ საჭიროებს ავტორიზაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში და აკრედიტაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში ასახვას. 3.  სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის, კრედიტების რაოდენობისა და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის შესახებ. ამ ინფორმაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ. 4. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დაამატოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი