„პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №630 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №22 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. განისაზღვროს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს (შემდგომში − საუწყებათაშორისო საბჭო) შემდეგი ძირითადი შემადგენლობა:
− საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საბჭოს თავმჯდომარე;
− საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
− საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
− საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;
− საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
− საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
− საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი;
− საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;
ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
− საქართველოს სახალხო დამცველს;
− საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს;
− საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს;
− საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის ანალიტიკური განყოფილების უფროსს.“.
|