„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის #27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. ბათუმი |
„6. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და მის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის დაკვეთით წარმოებული მშენებლობა;
ბ) თუკი სამშენებლო განვითარება ითვალისწინებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული შენობის განვითარებას (რეკონსტრუქციას) ისე, რომ არ იცვლება არსებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2);
გ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, როდესაც მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და ხდება ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემა ან/და ხდება გაცემული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება;
დ) ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
ე) სახელმწიფო ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პრივატიზების ან კანონიერი სარგებლობის ფორმით (აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა და ა.შ) განკარგვის დროს წარმოებული მშენებლობა, თუკი უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრება ქონების შემძენის (მიმღების) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება;
ვ) თუ დამკვეთს წარმოადგენს „ქ. ბათუმში, არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში ამავე პროგრამით დადგენილი პირობებითა და წესით მონაწილე იურიდიული პირი (დეველოპერული კომპანია);
ზ) არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს არანაკლებ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ლარებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს არსებული ეროვნული (ოფიციალური) კურსით.“.
|