„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული გამგეობის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).
3. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. გამგებელი უფლებამოსილია მისცეს დავალება გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან გამგეობის სხვა მოხელეს განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ იტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან.
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ.
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.