„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.033.016720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №34

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი  ორგანიზაციების  ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანებაში (სსმ III, 22.04.2008 წ., №61, მუხ. 698) შეტანილ იქნეს  ცვლილება:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები (დანართი №1 და დანართი №2).“.

3. 11პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი  საბიუჯეტო  ორგანიზაციების,  ამავე  ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარო სამართლის  იურიდიული  პირების  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული)  იურიდიული  პირების მიერ 2015 წლის და შემდგომი წლების პერიოდული - 1 აპრილის, 1 ივლისის, 1 ოქტომბრის მდგომარეობით  და  წლიური  ბუღალტრული  ანგარიშგება  მომზადდეს  დანართი  №1-ის შესაბამისად.“.

5. 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს  33 და  34 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„33. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2014 წლის წლიური ბუღალტრული ანგარიშგება მომზადდეს დანართი N2-ის შესაბამისად.

34.  ამ  ბრძანების  პირველი  პუნქტით  დამტკიცებული  დანართების  შესაბამისად ბუღალტრული ანგარიშგება წარუდგინონ:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 მარტისა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა - თავიანთ ზემდგომ ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფმა  მხარჯავმა  დაწესებულებებმა  -  ადგილობრივ  საფინანსო ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო ამავე ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა - შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილ ვადებში.“.

6. ამოღებულ  იქნეს  ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი  ორგანიზაციების  ბუღალტრული ანგარიშგების  ფორმა  -  ორგანიზაციის  ბალანსი  (ფორმა  №1),  ორგანიზაციის  ანგარიში  ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით - ბალანსის დანართი ფორმა №2, ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური   აქტივებით   საკასო   ოპერაციების   შესახებ   -   ბალანსის   დანართი   ფორმა   №2-1, ორგანიზაციის   ანგარიში   ფინანსური   აქტივებითა   და   ვალდებულებებით   საკასო   ოპერაციების შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა №2-2, ორგანიზაციის ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა №3, ანგარიში სხვა შემოსავლებიდან მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა №4, ანგარიში ფულადი გრანტების შესახებ - ბალანსის დანართი ფორმა №4-1, ორგანიზაციის ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ - ბალანსის დანართი  ფორმა  №5,  ორგანიზაციის  ანგარიში  ეკონომიკური  ნაკადების  შედეგად  ფინანსური აქტივებისა  და  ვალდებულების  ცვლილებების  შესახებ  -  ბალანსის  დანართი  ფორმა  №5-1  და ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე - ბალანსის დანართი ფორმა №6).
7. დაემატოს    ბიუჯეტების    დაფინანსებაზე    მყოფი    ორგანიზაციების    ბუღალტრული ანგარიშგების ფორმები (დანართი №1 და დანართი №2) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური