თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 26.08.2016
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 30 იანვარი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის და ამავე ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი
თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად, საძირკვლითაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით;
5. ინდექსი – რიცხვით ან ასოთი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 3🔗. ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4🔗. უფლებამოსილი ორგანოები
ნუმერაციის მინიჭებაზე/შესწორებაზე უფლებამოსილება მიენიჭოს თვითმმართველი თემის – თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაციის საფუძველი
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) ახალი შენობის/შენობების აშენება;
დ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
ე) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 7🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების და სახლების ნუმერაცია
1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
განცხადებას ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამზადებს დასკვნას ნუმერაციის მინიჭების/შესწორების შესახებ და ამ დასკვნის საფუძველზე მომზადებული ბრძანების პროექტს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს.