თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ქუთაისში, სულხან–საბას გამზირის ბოლო მონაკვეთის მიმდებარედ (სულხან–საბას გამზირის მარჯვენა მხარეს) არსებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიასთან შემაერთებელი უსახელო ქუჩისათვის, სულხან–საბას გამზირის VI შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების ობიექტების (ავტოსამრეცხაოები, ავტოტექმომსახურების) და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა - ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2015 წლის 30 იანვარი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1-ლი კლასის შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნტის „ვ“ ქვეპუნტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა ხაზობრივი ნაგებობების კერძოდ, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში –
თელავის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე შესაძლებელია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
მუხლი 2🔗
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებისა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭოს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში სამუშაოების წარმოებისათვის გამოყენებული ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. თუ სამუშაოთა სირთულის გამო ამ ვადაში შეუძლებელია გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურს წარუდგინოს მოტივირებული წერილობითი შეტყობინება სამუშაოების დამატებით არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარულ დღეში განხორციელების შესახებ.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი