ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.172.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 458 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2015 მიღება
08.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონების დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2015 წლის 30 იანვარი ქ. ამბროლაური ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 განისაზღვროს  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები შესაბამისი ზონების მიხედვით, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე დანართი №1 ქონების გადასახადი  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუხლი 1🔗. ქონების (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა)  გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებაში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3 ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2 ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5 ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. 3. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 2🔗. ქონების (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,5 %-ით; ბ) 100 000 (ასი ათასი) ლარის ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ით. დანართი №2 ქონების გადასახადი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის 1მ​2-ზე  შემდეგი სახით: № ზონების დასახელება ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ​2-ზე (3X4) 1 2 3 4 5 ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 0,5 0,24 0,12