საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 16.03.2014
ძალაში შესვლა 12.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/15
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016308
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2015
matsne.gov.ge 1,531 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2014 მიღება
12.01.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით   ვლადიმირ პოლუიანი გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 07.03.2025 საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 25.04.2005 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერა)   გიორგი თაბუაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსი 95% 04.11.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 23.04.2015 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 21.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, მიესალმებიან რა, ბოლო წლებში გადასახადებისგან თავის არიდებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის  საწინააღმდეგოდ საერთაშორისო დონეზე გატარებულ ზომებს, აცნობიერებენ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობას შეუძლია მნიშვნელოვანწილად განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულების სწორად განაწილება და გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სურთ რა, ხელი შეუწყონ საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლას, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 შეთანხმების საგანი და გავრცელების სფერო 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას, რომელიც აუცილებელია აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებული შიდა კანონმდებლობის შესრულებისთვის. ასეთი ადმინისტრაციული დახმარება მოიცავს: -   საგადასახადო დარღვევების პრევენციას/აღკვეთას, ან შიდა საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებას; -   ინფორმაციის მიწოდებას (მოთხოვნის ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე) შემოსავალზე, საკუთრებაზე ან სხვა დასაბეგრ ობიექტზე, ისევე როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციის მიწოდებას. 2.  აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული დახმარების გაწევა ხდება შემდეგი დოკუმენტებისა და ინფორმაციის გაცვლით: a)   კანონებისა და აქტების; b)   მონაცემებისა და ინფორმაციის; c)    დოკუმენტებისა და ფაილების. აღნიშნულ პარაგრაფში მოცემული დოკუმენტები და ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბეგრ პირთა განსაზღვრისთვის, ან გადასახდების დარიცხვისა და აკრეფისთვის, საგადასახადო მოთხოვნათა ამღებისა და აღსრულებისთვის, ან საგადასახადო საკითხების გამოძიების ან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის. მუხლი 2🔗 იურისდიქცია ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების ფარგლებში მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ მოეთხოვება ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც: a) არ ფლობს ან/და არ შეიძლება ფლობდეს; b)  არ ფლობენ ან აკონტროლებენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიულ იურისდიქციაში მყოფი პირები და როდესაც ამ პირებს არ აქვთ სამართლებრივი ვალდებულება, მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ სახელმწიფოს. მუხლი 3🔗 გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება 1. გადასახადები, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების საგანს: a)  ბელარუსში: i.   საშემოსავლო გადასახადი; ii.  მოგების გადასახადი;  iii.  ქონების გადასახადი;  iv.   დამატებული ღირებულების გადასახადი; v.   აქციზი. b)  საქართველოში: i.  გადასახადი შემოსავალზე; ii.  გადასახადი მოგებაზე; iii.  ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი; iv.  ქონების გადასახადი;  v. მიწის გადასახადი; vi. დამატებული ღირებულების გადასახადი;  vii. აქციზი. 2. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე ეს შეთანხმება ასევე გავრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავს გადასახადზე, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად იქნება დაწესებული. 3. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ. მუხლი 4🔗 განმარტებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისთვის, თუ სხვანაირად არ არის განმარტებული: a)  ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს, როგორც ეს კონტექსტიდან გამომდინარეობს:  i.   საქართველოს შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;   ii.   ბელარუსის შემთხვევაში, გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, b)  ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან ბელარუსის რესპუბლიკას, როგორც ეს კონტექსტიდან გამომდინარეობს; c)  ტერმინი „განმცხადებელი კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ითხოვს ადმინისტრაციულ დახმარებას; d) ტერმინი „მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც უწევს ადმინისტრაციულ დახმარებას; e) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას; f)   ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს ან ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, რომელიც მიიჩნევა ცალკე დაწესებულებად საგადასახადო მიზნებისთვის; g) ტერმინი „ინფორმაციის მოპოვების საშუალებები“ ნიშნავს საკანონმდებლო ნორმებს და ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ პროცედურებს, რომელიც საშუალებას აძლევს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, მოიპოვოს და მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2.   ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ნებისმიერ დროს გამოყენებისთვის, ტერმინს, რომელიც არ არის მასში განმარტებული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, აქვს ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებულ ნებისმიერ განმარტებას აქვს უპირატესი ძალა ტერმინისთვის ამავე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა კანონმდებლობით მინიჭებულ მნიშვნელობასთან. მუხლი 5🔗 ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე 1. მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდებას განმცხადებელი კომპეტენტური ორგანოსთვის, პირველ მუხლში მოცემული მიზნებისთვის. აღნიშნული დოკუმენტები და ინფორმაცია უნდა გაიცვალოს იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული გამოძიება შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით მსგავსი ქმედება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომ მომხდარიყო. 2.  თუ მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მოთხოვნის შესასრულებლად, მან უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ინფორმაციის მოპოვების საშუალებები, რათა მიაწოდოს განმცხადებელ კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არ სჭირდებოდეს აღნიშნული ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისთვის. 3.  განმცხადებელი კომპეტენტური ორგანოს სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე და კანონმდებლობით დაშვებული ნორმის ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო ამ მუხლით მიაწვდის ინფორმაციას მოწმეთა ჩვენებებისა და ორიგინალი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული ასლების ფორმით. 4. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მიზნებისთვის თითოეულმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის კომპეტენტურ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მოთხოვნის მიღების შემთხვევაში მოიპოვოს და მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს: a)  ბანკების ან/და სხვა არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების, სააგენტოს ან მინდობილობის საფუძველზე მოქმედი ნებისმიერი პირის მფლობელობაში არსებული ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც შეუძლია მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს; b) კომპანიების და სხვა პირების მფლობელების (დამფუძნებლების) შესახებ ინფორმაცია. 5. განმცხადებელმა კომპეტენტურმა ორგანომ ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: a)   პირის, რომლის მიმართაც მიმდინარეობს შემოწმება ან გამოძიება, ვინაობა (სახელი, გვარი), მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი; b)   მოთხოვნილი ინფორმაციის არსი, მათ შორის გადასახადის ტიპი და საგადასახადო პერიოდი, რომელიც ექვემდებარება შემოწმებას ან გამოძიებას; c)   ინფორმაციის გამოთხოვის მიზანი; d)  საფუძველი, თუ რატომ მიაჩნია განმცხადებელ კომპეტენტურ ორგანოს, რომ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს ან პირის, რომელიც იმყოფება მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს სახელმწიფოს იურისდიქციაში და რატომ არის ეს პირი სამართლებრივად ვალდებული ეს ინფორმაცია მიაწოდოს მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს; e)  რამდენადაც ეს ცნობილია, იმ პირის სახელი და მისამართი, რომელიც სავარაუდოდ ფლობს აღნიშნულ ინფორმაციას; f)  განაცხადი იმის შესახებ, რომ მოთხოვნა კანონიერია განმცხადებელი კომპეტენტური ორგანოს სახელმწიფოში და აღნიშნული ინფორმაცია რომ ყოფილიყო განმცხადებელი კომპეტენტური ორგანოს სახელმწიფოში, ის შეძლებდა მის მოპოვებას მისი შიდა კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრაქტიკით და რომ მოთხოვნა შეესაბამება წინამდებარე შეთანხმებას; g) განაცხადი იმის შესახებ, რომ განმცხადებელმა კომპეტენტურმა ორგანომ მიმართა მისთვის შესაძლებელ ყველა გონივრულ საშუალებას ინფორმაციის მოპოვებისთვის. 6.   მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიაწოდოს განმცხადებელ კომპეტენტურ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. პასუხის სწრაფად გაცემის უზრუნველსაყოფად მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ: a)   წერილობით უნდა დაუდასტუროს მოთხოვნის მიღება განმცხადებელ კომპეტენტურ ორგანოს და ნაკლის არსებობის შემთხვევაში აცნობოს მის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის ვადაში; b)       თუ მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის ვადაში ვერ მოიპოვა მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის თუ შეექმნა დაბრკოლებები ან უარს ეუბნება ინფორმაციის მოპოვებაზე, აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს განმცხადებელ კომპეტენტურ ორგანოს, აუხსნას მოთხოვნის მიუწოდებლობის, დაბრკოლების ან უარის მიზეზები. მუხლი 6🔗 მოთხოვნის უარყოფის შესაძლებლობა 1.    მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ მოეთხოვება ისეთი ინფორმაციის მოპოვება ან მიწოდება, რომელსაც განმცხადებელი კომპეტენტური ორგანო ვერ მოიპოვებდა მის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით მისი საგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულებისათვის. მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება უარი განაცხადოს დახმარების გაწევაზე, თუ მოთხოვნა არ არის წარდგენილი ამ შეთანხმების შესაბამისად. 2.   ამ შეთანხმების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის ვალდებულებას: a) განახორციელოს თავისი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ საქმიანობასთან შეუსაბამო  ღონისძიებები; b)  მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც შეუძლებელია თავისი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საქმიანობით; c)  მოიპოვოს ან მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც გაამჟღავნებს ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურ ურთიერთობებს ან სხვა სამართლებრივი წარმომადგენლობით მოპოვებულ ინფორმაციას, როდესაც ეს ინფორმაცია მიღებულია:    i.  იურიდიული კონსულტაციის გაწევის მიზნებისთვის, ან    ii.   მიმდინარე ან დაგეგმილ სამართლებრივ პროცედურებში გამოსაყენებლად. d)       მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს რაიმე სავაჭრო, საწარმოო, კომერციული, საქმიანი ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც  ეწინააღმდეგება საჯარო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს). 3.   მოთხოვნის შესრულებაზე არ შეიძლება მხარეს ეთქვას უარი იმ მიზეზით, რომ საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა დაკავშირებითაც არის ინფორმაცია მოთხოვნილი სადავოა. 4.   მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე, თუ ინფორმაცია მოთხოვნილია განმცხადებელი კომპეტენტური ორგანოს მიერ მისი საგადასახადო კანონმდებლობის ისეთი დებულების ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის აღსრულების ან ადმინისტრირებისთვის, რომელიც ახდენს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქის დისკრიმინაციას განმცხადებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქესთან შედარებით. მუხლი 7🔗 კონფიდენციალურობა 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, ჩაითვლება კონფიდენციალურად, როგორც თავისი შიდა კანონმდებლობით მოპოვებული ინფორმაცია და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მის იურისდიქციაში მყოფი იმ პირების ან ორგანოებისთვის (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა საქმიანობაც უკავშირდება გადასახადების ადმინისტრირებას, იძულების წესით ამოღებას ან სასამართლო წარმოებას, საჩივრების განხილვას იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებიც მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში. ამ პირებმა ან ორგანოებმა ეს ინფორმაცია უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამგვარი მიზნებისთვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამჟღავნება  სასამართლო პროცესზე ან სასამართლო გადაწყვეტილებაში. 2. ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირებს, ან ორგანოებს ან გაერთიანებებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი სახელმწიფოს წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 8🔗 ურთიერთშეთანხმების პროცედურა 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის შეთანხმების შესრულებას ან განმარტებასთან დაკავშირებით სირთულეებისა ან დავების წარმოშობის შემთხვევაში, ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან საკითხის გადაწყვეტას ურთიერთშეთანხმების მეშვეობით. 2.  წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციისა და დავების მოგვარების მიზნით კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ გამართონ კონსულტაციები და მოლაპარაკებები ერთმანეთთან. 3.  ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ შეთანხმდნენ დავების გადაწყვეტის სხვა ფორმებზე. მუხლი 9🔗 ცვლილებები წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიიღება ცალკე ოქმის სახით და იქნება წინამდებარე შეთანხმების განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული ოქმები ძალაში შევა იმავე წესით, როგორც ეს შეთანხმება. მუხლი 10🔗 ენა დახმარების შესახებ განცხადებები და პასუხები გაიცემა ინგლისურ ან რუსულ ენაზე. მუხლი 11🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს. მუხლი 12🔗 მოქმედების შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიერ მისი მოქმედების შეწყვეტამდე. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის კალენდარული წლის დამთვრებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გზით. 2.   ასეთ შემთხვევაში, ეს შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ მიღებული წერილობითი შეტყობინებიდან 6-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგი თვის პირველ დღეს.   რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.   შედგენილია 2014 წლის 16 მაისს ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ინგლისურ ტექსტს აქვს უპირატესი ძალა. საქართველოს მთავრობის სახელით ირაკლი გვარამაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვლადიმირ პოლუიანი გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრი