ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 28.01.2016
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.01.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.01.2013
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 30 იანვარი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა)
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N2 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 06.02.2013);
ბ)
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის N31 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 24.05.2013).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების სოციალურ-კულტურულ, სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.
თავი I
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
მუხლი 1🔗.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:
ა)
საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ)
ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა დანართი №2-ის შესაბამისად;
გ)
ლანჩხუთის საჯარო და საბაზო სკოლებს შორის რაიონული ოლიმპიადის პროგრამა დანართი №3-ის შესაბამისად;
დ)
სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა დანართი №4-ის შესაბამისად;
ე)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა დანართი N5-ის შესაბამისად;
ვ)
შემოქმედთა წახალისების პროგრამა დანართი №6-ის შესაბამისად;
ზ)
ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა დანართი №7-ის შესაბამისად;
თ)
კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა დანართი №8-ის შესაბამისად;
ი)
სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა დანართი №9-ის შესაბამისად.
თავი II
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 2🔗.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
მუხლი 3🔗.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
2.
კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას, თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.
3.
სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის შუამდგომლობით.
4.
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში.
მუხლი 4🔗.
განცხადებების განხილვა
შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახური.
მუხლი 5🔗.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
სამსახური სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 6🔗.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
მუხლი 7🔗.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.