ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისას: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ბეს დაბრუნების მოთხოვნის განაცხადის ფორმის და რეგისტრაციის ჟურნალის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 29.08.2022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სახელი და გვარი |
| ქონების დასახელება | ლოტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 09.11.2010
- ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.09.2007
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.03.2012
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემისას: აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმის, ბეს დაბრუნების მოთხოვნის განაცხადის ფორმის და რეგისტრაციის ჟურნალის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 30 იანვარი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ და „ე.გ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (დანართი №1)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2);
ბ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №3);
გ) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4);
დ) უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელ მოწმობა (დანართი №5);
ე) აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6);
ვ) პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7);
ზ) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №8);
თ) აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა „ბეს“ დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №9);
ი) აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10);
კ) სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №11);
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს :
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 09 ნოემბრის №39 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ნოემბრის №42 დადგენილება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №75 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი №1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები
მუხლი 1🔗.
დადგენილების რეგულირების სფერო
ბაღდათის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას - საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას - ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე, ანგარიშსწორების წესებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით.
მუხლი 3🔗.
აუქციონში მონაწილეობის პირობები და მისი ჩატარების წესი
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლი, ხოლო პირობებს ადგენს ბაღდათისმუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო.
2. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შესაძლებელია ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ფორმით.
3. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
5. მუნიციპალიტეტი აუქციონის (ელექტრონული ან საჯარო) ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.baghdati.gov.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.
6. აუქციონის (ელექტრონული ან საჯარო) ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა შეადგენს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას;
7. ელექტრონულ და საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით.
მუხლი 4🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიულ პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას;
გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება:
ა) ვადით და სასყიდლით;
ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ.
4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით.
5. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა
აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით.
მუხლი 6🔗.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო ქირის საფასურს – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
3. მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასური შეადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ს.
4. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 7🔗.
წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი
1. წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასური შეადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ს.
მუხლი 8🔗.
საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს
თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დანართი №2
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
,, ----------“ ,,-------------------“ 20 წ ბაღდათი
1. წინამდებარე ოქმი გაიცა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ---------- ,,-----------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის ---------- (------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ძირითადი და უფლება-მოვალეობების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან
2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /-----------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) --------------- ---------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა
დანართი №3
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
,, ___ “ ,,___________ “ 20 წ ბაღდათი
1. წინამდებარე ოქმი გაიცა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის საელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------~
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- (----------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომში პრივატიზების მიზნით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის „----------“„------------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (----------------------------------------) ლარი,
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ტაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ,,ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
1. -----------------------------------------------------------------------------------
2. -----------------------------------------------------------------------------------
3. -----------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1%
9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის ტანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადაო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------ ------------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი ----------------------------- -----------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა
დანართი №4
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ. -----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
გამგებელი --------------------------------
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №5
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------––––––--
------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით --------------- კვმ. რომელიც მდებარეობს --------------------------------------------------------------------------------------------------–––––––––------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
გამგებელი --------------------------------
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №6
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი თვე წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
---------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით.
ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. )
დანართი №7
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ----------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
------------------------------------------------------------------ პრივატიზების მიზნით, თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე” და ბილეთის ფასი.
დანართი:
1.პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ.
დანართი №8
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------------------
მისამართი: -------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე /წელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების დასახელება და საწყისი ფასი) .
ჩემს მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. )
დანართი №9
ბაღდათის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------------------
მისამართი: -------------------------------------------------------
ტელ: ----------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის -------------------------------- მივიღე მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------ პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად.
გთხოვთ, გადახდილი „ბე“ -------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები
საიდენტიფიკაციო კოდი
მიმღები ბანკი
ბანკის კოდი
ანგარიშის ნომერი
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 201 ---წ. )
დანართი №10
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
საპრივატიზებო
ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1
2
3
4
5
6
დანართი №11
სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა
რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6