მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 18.12.2017
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2015 წლის 30 იანვარი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“ №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №15 დადგენილება მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების
პ რ ო გ რ ა მ ა
მუხლი 1🔗.
პროგრამის მიზანი
1. ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ; აგრეთვე, არ ფინანსდება რომელიმე კერძო, ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
2. სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ხარჯების გაცემა მათი ოჯახის წევრებზე.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მოსარგებლეები
პროგრამის მოსარგებლეები არიან:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (შემდგომში - მოსარგებლე), რომლებიც არიან:
ა) ეკონომიურად გაჭირვებული პირები;
გ) ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 და უფრო ნაკლებია;
ბ) მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრები;
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.
3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით.
მუხლი 3🔗.
სამედიცინო მომსახურების მოცულობა
1.პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას:
ა) რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით;
ბ) რომელიც არ ფინანსდება კერძო სადაზღვევო პაკეტით;
გ) რომელიც არ ფინანსდება არცერთი სახელმწიფო პროგრამით, ან კერძო სექტორის მიერ.
2. დაფინანსების ზედა ზღვარი თანადაფინანსების შემთხვევაში შეადგენს 500 ლარს;
3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, იფარება შემდეგი ოდენობით:
3.1 0-დან 500 ლარის ჩათვლით - 100%-ით;
3.2 501-დან 1000 ლარის ჩათვლით 70 %-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა;
3.3 1001-დან 2000 ლარის ჩათვლით 50%-ით, მაგრამ არანაკლებ 700 ლარისა;
3.4 2001-დან 4000 ლარის ჩათვლით 40%-ით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა;
3.5 4000 -დან 15 000 ლარის ჩათვლით 30%-ით, მაგრამ არანაკლებ 1600 ლარისა.
4. სამედიცინო მომსახურების 100%-მდე დაფინანსება შესაძლებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებზე გამონაკლისის სახით, როდესაც ოჯახს თანაგადახდის არავითარი საშუალება არ გააჩნია.
5. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრულად ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის მიხედვით.
6. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებით აღმოცენებულ და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, ვირუსული ჰეპატიტების, აივ-ის მკურნალობაზე;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადის წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე;
გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე);
დ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
ე) ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე;
ვ) ტრანსპლანტაციის ხარჯები (არ ანაზღაურდება იმპლანტის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომელიც ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით)
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1.სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად მოსარგებლე/განმცხადებელი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს:
ა) განცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) მოსარგებლის ან/და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლს;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს, რომელიც აღწერს მოსარგებლე ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას (გარდა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლისა);
დ) დოკუმენტს თანადაფინანსების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომელთა, აგრეთვე საკრებულოს წევრთა დაფინანსების შემთხვევაში, ცნობას დაფინანსების თაობაზე მათი რეგისტრაციის ადგილიდან;
ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტებს:
ვ.ა. ფორმა №100;
ვ.ბ. ხარჯთაღრიცხვას;
ვ.გ. ანგარიშ-ფაქტურას;
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია (შემდგომში - კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას - რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს.
3. კომისიის მოწვევის საფუძველზე, კომისიის სხდომას ესწრება და განხილვაში მონაწილეობას იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი იმ მაჟორიტარული ოლქიდან, რომელ ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული, ან ბინადრობს პროგრამით მოსარგებლე მოქალაქე.
4.საკრებულოს წევრების მოსაზრება ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების, ან უარის თაობაზე წერილობით დაერთვის კომისიის სხდომის ოქმს, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.
5.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლით დადგენილი მოცულობის შესაბამისად, განისაზღვრება თანხის ოდენობა.
6.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად კომისიის მიერ, ამ პროგრამის მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრული მდგომარეობის დაფინანსების თაობაზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თანხმობით.
7.კომისიის ოქმი დგება სხდომიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. გამგებელი ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს და სამედიცინო დაწესებულებასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში;
9.სამედიცინო დაწესებულება მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგენს იმ ფინანსურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ხდება მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება.
მუხლი 5🔗.
ერთჯერადი ფულადი დახმარება და დაფინანსების წესი
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა:
ა) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 000 და უფრო ნაკლები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მოსარგებლის სოციალური მდგომარეობა (წარმომადგენელი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიზუსტეზე);
გ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
დ) პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი;
3. ერთჯრადი ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
4. კომისიის გადაწყვეტილება მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე წარედგინება გამგებელს;
5. გამგებელი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს;
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების წევრებზე სარიტუალო ხარჯის დაფარვა.
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სარიტუალო მომსახურება:
ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის საჭირო თანხა - 250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი.
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის საჭირო თანხა - 200 ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა;
გ) ცნობა დეპარტამენტიდან კოდის მინიჭებით;
დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯის გაღებას;
3. გამგებელი ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს.
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.