საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე | საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №
4
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №6 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗.
სოციალური დახმარების სახეები
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები;
ბ) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები;
გ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა;
დ) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;
ე) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა;
ზ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები;
თ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა;
ი) სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა;
კ) საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ლ) სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე ,, უფასო სადილით" უზრუნველყოფა;
მ) ტრანსპორტით უზრუნვლყოფა საჩხერე – პერევი , პერევი – საჩხერის მიმართულებით.
თავი II
ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
მუხლი 2🔗.
ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;
ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება.
2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) ქორწინების მოწმობის ასლი, შვილის დაბადების მოწმობის ასლი ან პირის კანონისმიერი მემკვიდრეობის დამადასტურებელი საბუთი;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 3🔗.
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. თანხის მიღებაზე და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი და დეპუტატი, მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) ერთობლივი წერილობითი მომართვა;
ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის და დეპუტატის პირადობის მოწმობა(ასლი);
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 4🔗.
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 70000 –ამდე, ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და არ უნაზღაურდება მკურნალობის თანხა, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება თანხა, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა;
გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100 დედანი ან ასლი დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ).
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
2. ბენეფიციართა იმ კატეგორიას , რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი დასაბუთებით ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა ჩაერიცხება, სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა;
გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100 დედანი ან ასლი დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
3. ბენეფიციარს რომელსაც ესაჭიროება: გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური– ქირურგიული ოპერაცია, ლაბორატორიული ინსტრუმენტული, პოზიტრონული– ემისიური კომპიუტერული ტომაოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბაროსკოპია და ფიბროსკოპია, სანატორიულ–კურორტული მკურნალობა, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია და სხვა სამედიცინო მომსახურეობა, სახელმწიფო ან სხვა სამედიცინო სადაზღვეო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განესაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი)ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშფაქტურა;
გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100 დედანი ან ასლი დამოწმებული გამცემი დაწესებულების მიერ);
ვ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;
ზ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი კვლევის ღირებულების 50%, არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა.
5. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო სტაციონალური მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%–ით, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
6. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია:
ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე.
ბ) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებული პაციენტები, ქიმიურ თერაპიის შემდგომ 300 (სამასი) ლარამდე ერთჯერადად.
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი )ლარამდე.
დ) პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა,მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
დ.ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ.ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ.გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა შესახებ.
დ.დ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე;
7. საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქებში, მიეცემათ 120 (ასი) ლარი ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ);
დ) თანხის მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
8. ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ მკურნალობას, დაენიშნოთ ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ამ პუნქტში მითითებული პროგრამის განხორციელების მიზნით, სადაც მითითებული იქნება მონაწილე ბენეფიციართა სახელობითი სია, შემდგომში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულ ბენეფიციართა გადამოწმებას ყოველთვიურად, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას საჩხერის სოციალური სააგენტოს წერილის საფუძველზე. ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება.
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100 ან ასლი დამოწმებული ბეჭდით მკურნალი ექიმის მიერ);
დ) თანხის მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
9. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდა მე–7 და მე–8 პუნქტებისა თანხის ჩარიცხვის შესახებ გარანტიას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 5🔗.
სტიქიური
უბედურების
შედეგად
დაზარალებული
მოსახლეობის
დახმარება
1. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) ხანძრის შედეგად მთლიანადა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული
საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
დ) ეპიდემიის შედეგად, მასობრივად დაწყვეტილი პირუტყვის (ორი ან მეტი) შემთხვევაში, არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი(სამაშველო–სახანძრო და არქიტექტურის) სამსახურის მიერ (ან ასლი დამოწმებული ბეჭდით უფლებამოსილი სამსახურის მიერ);
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეპიდ. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებული იქნება დაღუპული პირუტყვი არის აცრილი და შემოწმებულია მათი სამსახურის მიერ .
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 6🔗.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება, წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
2. ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეექვსე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით ჩაერიცხება საბავშო ანაბარზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შესაბამის ბანკში 18 წლის ასაკამდე.
მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
3. ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეოთხე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით მიეცემა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით .
მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ე) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
4. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (90 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება
მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 300(სამასი) ლარს. ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი, სტუდენტმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ცნობა აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არ არასებობის , თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტი;
ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
7. განსაკუთრებულ შემთხევაში შესაძლებელია დახმარება გაეწიოს ოჯახებს, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორიათას) ლარამდე, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ვ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
ზ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
8. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხის ჩარიცხვის შესახებ გარანტიას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 7🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად წელიწადში.
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენლის , (ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 8🔗.
ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:
ა) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი, უნგრეთი) მებძოლ ომის მონაწილეებს;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს;
გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს;
დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს;
2. წლის განმავლობაში ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100–ს (ასი) ლარამდე.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
4. მეორე მსოფლიოს ომში მონაწილეზე წახალისების მიზნით მუნიციპალიტეტს შეუძლია გასცეს ფულადი დახმარება 9 მაისის ღონისძიებასთანა დაკავშირებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამსახური წერილობით მიმართავს.
მუხლი 9🔗.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1. დედით ან მამით ობოლ ბავშვს რომელსაც, არ შესრულებია 18 წელი მიეცემათ 150 (ასორმოცდაათ) ლარი წელიწადში ერთჯერადად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა გარდაცვალების შესახებ;
დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
2. მარტოხელა პენსიონრებს, რომელთაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
დ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
3. კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევა დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად.
4. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);
დ) მარტოხელობის დამადასტურებელი საბუთი შესაბამის სამსახურიდან;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 10🔗.
სადღესასწაულო
დღეების
დახმარების
პროგრამა
.
1. მუნიციპალიტეტიდან დახმარება გაიცემა გარკვეული კატეგორის ღვაწმოსილ, დამსახურებულ ბენეფიციარზე, რაიმე დღესასწაულის ან ღირსეშანიშნავი დღის აღსანიშნავად თანხის რაოდენობა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარამდე .
2. ბენეფიციარების სახელობითი სიის შექმნა ხდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ასლი, ბრძანების პროექტთან ერთად წარუდგენს გამგებელს ბძანების მოსამზადებლად.
3. საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 11🔗.
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
1. დახმარებები დროებითი ან გრძელვადიანი გადახდებით უზრუნველყოფისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, იაფი ან საზოგადოებრივი სახის საცხოვრებლით, თავშესაფრით უზრუნველყოფა. თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის);
გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დამოწმებული რეკომენდაცია, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი;
დ) ხელშეკრულება ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა (ასლი);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელიდან მასზედ, რომ პიროვნება მუდმივად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ვ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა.
მუხლი 12🔗.
სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე ,, უფასო სადილით" უზრუნველყოფა.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ,,უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ერთ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ უფასო სადილი(მენიუს შესაბამისად). ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ) არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა (ასლი);
დ) დევნილის მოწმობა ასლი /( ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ქულების რაოდენობის შესახებ არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 13🔗.
ტრანსპორტით უზრუნველყოფა
პერევის და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეთა მომსახურება.
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება
მუხლი 14🔗.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2. მუნიციპალიტეტი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე მოსამზადებლად ეგზავნება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
მუხლი 15🔗.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება
1. ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს დასკვნას სამუშაო ჯგუფისთვის წარსადგენად, მოხსენებითი ბარათის სახით, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
მუხლი 16🔗.
სამუშაო ჯგუფი
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს, თანდართული დოკუმენტაციით განიხილავს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის და მის თავჯდომარეს, მდივანს, ნიშნავს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ– სამართლებივი აქტით.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისაგან. სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3–ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.
3. სამუშაო ჯგუფი ამზადებს დასკვნებს და გადასცემს სამსახურს ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით.
მუხლი 17🔗.
სხდომის ოქმი.
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2. სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება დასკვნის სახით აისახება ამ ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
4. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური სამუშაო ჯგუფის განხილვისა და დასკვნის წარმოდგენის შემდეგ ამზადებს ბრძანების პროექტს და წარუდგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლს.
2. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის შესახებ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამუშაო ჯგუფის დასკვნის გარეშეც განსხვავებული თანხის ოდენობით, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 19🔗.
დახმარების გაცემა
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, პირადი ნომერი, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე).
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 20🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.