ქარელის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2015
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.144.016198
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2015 წლის 30 იანვარი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ლ) ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად მიღებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების „ საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-4 მუხლით ეთხოვათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-18 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი– დანართი 1 (თან ერთვის დანართი 1- 2 ფურცლად)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტში პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ქარელის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1.პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებუ-ლი სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან,ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2.პრემიის მიზანია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით,საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1ქარელის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს
2.პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ საკრებულოს თავჯდომარე.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1 ქარელის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. ქარელის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3.პრემია შესაძლებელია გაიცეს ასევე არაუმეტეს წელიწადში სამჯერ,საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.