საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1851
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 19/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12. 2004, მუხ. 200) 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. ამ კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 219-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) ეკისრებათ 2006 წლის 1 აპრილისთვის და მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულ შემოსავლებზე. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებში, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს (რეზიდენტ ფიზიკურ პირებს) არ დაეკისრებათ საგადასახადო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის პასუხისმგებლობა 2005 წლის 1 იანვრამდე დაქირავებით მიღებულ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობისა და საგადასახადო დეკლარაციის წარუდგენლობისათვის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უცხოეთის დიპლომატიურ მისიებს, მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეკისრებათ 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 251-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1817–რს