საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1858
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.956
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 15/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12. 2004, მუხ. 200) 275-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია (გარდა ქონებაზე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და იმ საწარმოთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, რომლის წილის/აქციების 50%-ზე მეტი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია) ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ქონების გადასახადის გადახდის ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის ფაქტი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 30 ივნისი.

№1851–რს