„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №31 |
|
2015 წლის 3 თებერვალი ქ.თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს და ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;“.
2. მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიუროს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
4. ბიუროს უფროსის მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი.
5. ბიუროს უფროსის არყოფნისას, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოადგილეს.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტი;
ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი.“.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს;
დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.018415.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №31, 03.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018415 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2711917/