თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 03.02.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2-5
სარეგისტრაციო კოდი 280090050.35.101.016119
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2-5
2015 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ დღის წესრიგის 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავშესაფრის მაძიებელთა და თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაცია საერთაშორისო დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც საქართველოში თავშესაფრის საკითხებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, მიუთითებს სამინისტროს ბენეფიციარების - თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს თავშესაფრის სფეროში საქართველოს მიერ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ და „სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით“ ნაკისრ ვალდებულებათაგან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის; საქართველოს კანონის „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი, თანდართული რედაქციით.
2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
უფლებამოსილი სამსახური
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში - სამსახური), უზრუნველყოფს, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის შვილებისთვის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხელმისაწვდომობას.
მუხლი 3🔗.
რეგისტრაციის წესი
1. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეგისტრაციის საფუძველია, ქალაქ თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამსახურში შემოსული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მომართვა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ბავშვის და მისი კანონიერი წარმომადგენელის თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან/და დროებითი ბინადრობის მოწმობა და სხვა).
2. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ელექტრონულ რეგისტრაციას და მასთან დაკავშირებული საკითხების ტექნიკურ უზრუნველყოფას, სამსახურის მომართვისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაგზავნის საფუძველზე, ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), იმ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან კოორდინაციაში, რომელიც განახორციელებს აღსაზრდელის მომსახურებას.
3. თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩარიცხვა, მომსახურება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან ამორიცხვა, ხორციელდება, საქართველოს მოქალაქეთათვის დადგენილი წესის მსგავსად.
მუხლი 4🔗.
ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შერჩევა/შეთავაზება
თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის ბავშვების არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამინისტროს მომართვაში მითითებულ სასურველ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში თავისუფალი ადგილის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს, დაინტერესებული პირის სურვილის გათვალისწინებით, სხვა ალტერნატიული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შერჩევა/შეთავაზებას.
მუხლი 5🔗.
სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა
სამსახური, უზრუნველყოფს, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მომართვის შედეგებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის მიწოდებას, სამინისტროს მომართვის საფუძველზე, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებანი
წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.