ს.ს."ენერგოკავშირი" -ის განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ,,ენერგოკავშირის” მესამე მოწვევის რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

 

სს ,,ენერგოკავშირი” იწვევს საზოგადოების აქციონერებს მესამე მოწვევის რიგგარეშე საერთო კრებაზე  2015 წლის 24 თებერვალს, სამშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

 

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;

2. საზოგადოების ელექტრონული ფოსტის მისამართის განსაზღვრა;

3. წესდებაში ცვლილებების შეტანა: წესდების 9.3; 9.6; 9.10 მუხლებში,  ასევე წესდების 9.12 მუხლში-აუდიტორის და სპეციალური კონტროლის არჩევასთან და 10.12 მუხლში-სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევის შესახებ პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა.

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ ს/ს ,,ენერგოკავშირი”-ს ოფისში.

   დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველო ორგანოში 2015 წლის 14 თებერვლამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

   კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2014 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ ს/ს ,,კავკასრეესტრში” მის:  ქ. თბილისი, ჭავჭავაძის. №74ა, მე-2 სართ. ტ: 22-07-49.

 

 

სს ,,ენერგოკავშირის”

გენერალური დირექტორი                                  ვაჟა მაისურაძე