⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.06.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2015
ძალის დაკარგვა 09.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/12
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016137
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 384 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2015 მიღება
09.06.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/12 2015 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში 1 წლიანი; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ" და  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად. მუხლი 2🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში (სასურველია,  მედიის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც), პროექტების ინიცირების, ღონისძიებების მოწყობისა და კრიზისული PR-ის სტრატეგიის შემუშავების სფეროში სამუშაო გამოცდილება ; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის "კულტურის შესახებ", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს კანონის ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  (III თავი - ინფორმაციის თავისუფლება) - ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა; ე)  ინგლისური ენის ცოდნა კარგად. მუხლი 3🔗. პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, ასევე, პროტოკოლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის "კულტურის შესახებ"  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების  ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office; PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური   ენის  ცოდნა  სრულყოფილად, ასევე, სხვა უცხო ენის ცოდნაც კარგად.