⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.09.2018)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2015
ძალაში შესვლა 09.02.2015
ძალის დაკარგვა 10.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №175
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016298
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,409 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2015 მიღება
09.02.2015 ძალაში შესვლა
10.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №175 2015 წლის 5 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N6 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 9 თებერვლიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სამინისტროს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად   ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.   4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, რომელსაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის დირექტორი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. ცენტრის ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის ემბლემა გამოიყენება ცენტრის ბლანკებსა და ცენტრის შესასვლელის აბრაზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას 6. მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. ცენტრის საქმიანობის სფეროა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და პირველ რიგში, მისი გარემოს კომპონენტის აქტუალიზაცია, როგორც შესაბამის განათლებასთან, ასევე სრულფასოვან ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის გზით.  თავის საქმიანობაში, ცენტრი ეყრდნობა ,,გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“  კონვენციის პრინციპებს. 2. ცენტრის ფუნქციები და ამოცანებია: ა) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა და ადმინისტრირება შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან, აკადემიურ, საგანმანათლებლო, არასამთავრობო, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით; ბ) გარემოს დაცვის ფუნქციის მქონე უწყებებისა და დაწესებულებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და ადმინისტრირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” პრინციპების დანერგვა; დ) გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემთა ბაზის შექმნა და საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) ეკო-მარკირების სისტემებისა და ეკო-სტანდარტების დანერგვა და ოპერირება; ვ) გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა; ზ) დამაბინძურებელ  ნივთიერებებათა ემისიისა  და მათი გავრცელების რეესტრის შექმნის ხელშეწყობა; თ) სამინისტროს მოთხოვნით, ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩატარებასა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ი) ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; კ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზუნველყოფა ვებგვერდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების (ინტერნეტ-საინფორმაციო ქსელი, მედია საშუალებები და სხვა) გზით; ლ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის და ინფორმირებულობის ხელშეწყობა; მ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, პრინციპის ,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის” ხელშეწყობა (მათ შორის, ტრენინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსების, სემინარების ორგანიზების, პროფესიული კურსების შემუშავების გზით); ნ) საგრანტო პროგრამების ორგანიზება; ო) კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში მონაწილეობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში  შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და დადგენილი წესით სამინისტროსათვის წარდგენა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. ცენტრის ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით ცენტრისათვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, ცენტრს გადაეცემა შესაბამისი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. ცენტრის დაფინანსება ცენტრის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი; ე) გრანტები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. მუხლი 5🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. ცენტრი ვალდებულია  შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს  სათანადო ინფორმაცია. მუხლი 7🔗. ცენტრის  ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) პირველი მოადგილე. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას; ბ) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის; გ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე; დ) მინისტრს წარუდგენს და უთანხმებს   წინადადებებს ცენტრის  საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;        ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის  თანამშრომლებს;         ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს  ცენტრის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;      ზ) განსაზღვრავს ცენტრის  თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს; თ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ი) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს ცენტრის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; კ) შეიმუშავებს ცენტრის  სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ლ) კონტროლს უწევს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას; მ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს; ნ) ამტკიცებს ცენტრის  შინაგანაწესს; ო) განკარგავს ცენტრის  შემოსავლებს; პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. ცენტრის დირექტორს შეუძლია ერთ ან რამოდენიმე უფლების დელეგირება ცენტრის სხვა თანამშრომელზე. მუხლი 8🔗. ცენტრის სტრუქტურა ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების პროექტების სამსახური; ბ) ინოვაციური პროექტების სამსახური; გ) გარემოს საინფორმაციო სამსახური; დ) ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 9🔗. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების  კომპეტენცია და ხელმძღვანელობა 1. განათლების პროექტების სამსახური: ა) განსაზღვრავს სწავლების მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლო გეგმებს, თემატიკასა და პროგრამებს; ბ) კომპეტენცის ფარგლებში შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებსა და სასწავლო ლიტერატურას; გ) ორგანიზებას უწევს სემინარების, ტრენინგების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მომზადებასა და ჩატარებას; დ) ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტების ჩართვას; ე) ხელს უწყობს გარემოს დაცვის სფეროში ახალი პროფესიული კურსების დანერგვას; ვ) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან; ზ) მონაწილეობს კადრების შერჩევაში და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში; თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში. 2.  ინოვაციური პროექტების სამსახური: ა) კოორდინაციას უწევს ,,მწვანე ეკონომიკისა” და ,,მწვანე ბიზნესის” ხელშემწყობ პროექტებს; ბ) კოორდინაციას უწევს ეკო-მარკირების სისტემებისა და ეკო-სტანდარტების დანერგვის პროექტებს; გ) უზრუნველყოფს ერთიანი საინფორმაციო სისტემის განვითარების სტრატეგიის ფორმირებას და კონკრეტული კომპონენტების იმპლემენტაციას; დ) კოორდინაციას უწევს მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ე) კოორდინაციას უწევს ანალიტიკური პროდუტების მომზადებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. გარემოს საინფორმაციო სამსახური: ა) შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით აწარმოებს გარემოსდაცვითი  ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზას; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სამეცნიერო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, იძიებს და ქმნის გარემოს დაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო ბაზას; გ) ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა წყაროების, მათ შორის ვებგვერდის  გამოყენებით; დ) ქმნის და ადმინისტრირებას უწევს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უწყებების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და არასამთავრობო სექტორის და ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზებს; ე) ამზადებს  და ადმინისტრირებას უწევს ინფორმაციას იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ქმნიან და ფლობენ გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციას თემატური კატეგორიების მიხედვით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის  შესახებ  კონსულტაციების გაწევას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში; თ) უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეგროვებას,  ბიბლიოთეკისა და ფოტო/ვიდეო/აუდიო ფონდის შექმნას.             4. ადმინისტრაციული სამსახური: ა) უზრუნველყოფს ცენტრის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს; ბ) ახორციელებს ცენტრის კადრების აღრიცხვას; გ) ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს ცენტრის თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისებების შესახებ ბრძანების პროექტებს;          დ) ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას; ე) შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას; ვ) შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს და ხარჯთააღრიცხვის პროექტებს; ზ) მართავს ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას; თ) უზრუნველყოფს ცენტრისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას; კ) უზრუნველყოფს ცენტრს სამართლებრივი მომსახურებით და ახორციელებს სასამართლო ორგანოებში ცენტრის წარმომადგენლობას. 5. ცენტრის სტრუქტრულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 6. სამსახურის უფროსი: ა) ასრულებს ცენტრის დირექტორის დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს; დ) ცენტრის დირექტორს  წარუდგენს ინფორმაციას სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობის შესახებ წინადადებებს; ვ) სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის უფროსს. 7. ცენტრის დირექტორის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დირექტორის გადაწყვეტილებით მის მოვალეობას ასრულებს ცენტრის  ერთ-ერთი სამსახურის უფროსი. მუხლი 10🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. ცენტრის ლიკვიდაცია ცენტრის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.