„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საქმეებისა.“.
2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი კვირის ვადაში.“.
3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. სააღსრულებო მოქმედებების დაწყება
სასამართლო აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ადმინისტრაციული აქტის) საფუძველზე. სასამართლო აღმასრულებელს უფლება აქვს კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული წინასწარი ხარჯის გაუღებლობის შემთხვევაში უარი თქვას გადაწყვეტილების აღსრულებაზე.“.
4. 1131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1131. სააღსრულებო მოსაკრებელი
„სააღსრულებო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე დაწესდეს მოსაკრებელი თანხის გადახდევინებაზე და მისი ოდენობა განისაზღვროს ამოღებული თანხის 7%-ით. მოვალისგან მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. მოთხოვნის არასრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსაკრებელი იანგარიშება ფაქტობრივად ამოღებული თანხიდან. ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დაუყოვნებლივ და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 1 ივლისი.
№1865-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2005.
- როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1865. სარეგისტრაციო კოდი — 070.000.000.05.001.001.960.
- სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1865, 01.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 070.000.000.05.001.001.960 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27142/