სს "ნინო"-ს განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე

 

წინამდებარე სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ნინოს” (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება; იურიდიული მისამართი: თბილისი, ნინოშვილის ქ. №8, საიდ./კოდი:202886127 ) (შემდგომში – „სააქციო საზოგადოება“ ან სს „ნინო“) აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს, შეთანხმების თანახმად მოქმედი აქციონერთა ჯგუფის, კერძოდ, შპს „სითი ლოფტი“(საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; საიდ. კოდი: 404909934 ) წარმოდგენილი დირექტორის ვალერი ჩეხერიას სახით, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები: გიორგი მიქელაძე (პ/ნ: 01025004326), გიორგი საყვარელიძე (პ/ნ:01030016751); დევი ქიტუაშვილი (პ/ნ:01022003097), ვალერიან ტოგონიძე (პ/ნ: 01025007069)(შემდგომში – „შემთავაზებლები“) მიერ სააქციო საზოგადოების 31376 ცალი აქციის (კაპიტალის 6.93058%-ის)შეძენა.

 

გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:

● „შემთავაზებლები”ფლობენ სს „ნინოს” მიერ გამოშვებული 421342(ოთხას ოცდაერთი ათას სამას ორმოცდაორი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც ერთობლივად შეადგენს გამოშვებული აქციების 93.06942%-ს და სურთ გამოისყიდონ სს „ნინოს” დარჩენილი 31376 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც შეადგენს სს „ნინოს” გამოშვებული აქციების 6.93058%-ს;

● სს „ნინოს” ერთი ცალი აქციის გამოსასყიდი ფასი შეადგენს 4.7467 აშშ დოლარს (ოთხი მთელი შვიდი ათას ოთხას სამოცდაშვიდი მეათიათასედი აშშ დოლარი) (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტასთან დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნებისთვის დადგენილია შპს „ფინანსური მართვის ჯგუფის” (ს/კ: 205279660) აუდიტორ-შემფასებლის, ბ-ნი კობა სალუქვაძის (საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ზ№5/360, „უძრავი ქონების კავკასიური აკადემიის“ მიერ გაცემული სერტიფიკატი №099) მიერ და აქვე აღსანიშნავია, რომ შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი არ არის იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა „შემთავაზებლებმა” ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადეს სააქციო საზოგადოების ჩვეულებრივ სახელობით აქციებში;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2015 წლის 4 თებერვლიდან 2015 წლის 8(რვა) აპრილის ჩათვლით. განცხადებები მიიღება იმავე ვადაში;

● სს „ნინოს” გამოშვებული აქციების დარჩენილი 6.93058%-ის ანუ 31376 ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში „შემთავაზებელები”გამოისყიდიან აქციათა სრულ რაოდენობას;

● სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

● შესყიდვა განხორციელდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ 15 სამუშაო დღის ვადაში;

● სს „ნინოს” აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. იურიდიული მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა; საკონტაქტო ტელ.: 222-53-51; 225-15-60

●  „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა სს „ნინოს“ აქციონერებს შეუძლიათ შპს „ბი.ელ.სი“-ს (ს/კ: 205279660) ოფისში; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გუდიაშვილის მოედანი №4, საკონტაქტო ტელ.: +995 322 922491.

 

 

 

 

 

შემთავაზებლები:

 

შპს„სითი ლოფტი“:

 

–––––––––––––––––

ვალერი ჩეხერია

გიორგი საყვარელიძე

 

–––––––––––––––

გიორგი მიქელაძე

 

–––––––––––––––

 

დევი ქიტუაშვილი

 

–––––––––––––––

 

ვალერიან ტოგონიძე

 

––––––––––––––––