ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2015
ძალის დაკარგვა 23.07.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.113.016216
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 6 | სასტუმროები-მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 7 | სავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება |
| 9 | სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზები) |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი) |
| 12 | აგრალური ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები |
| 13 | შერეული საქონლის ბაზრობები |
| 14 | ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე(გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) |
| 15 | ავტოგასამართი სადგურები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის
ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2015 წლის 4 თებერვალი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის
ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და 121 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში „მოსაკრებელი“) დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლების და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობისათვის.
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი თან ერთვის).
მუხლი 3🔗.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №23 დადგენილება.
მუხლი 4🔗.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
მოსაკრებლის გადახდის
ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში „ინსტრუქცია“) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2.
მოსაკრებელი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის" (შემდგომში „ცენტრი“) მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს.
3.
მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ცენტრი.
4.
ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5.
იურიდიული პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით ცენტრი უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ამ ინსტრუქციის თანახმად.
მუხლი 3🔗.
.მოსაკრებლის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთსულ მოსახლეზე 0.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2.
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს მე-7 მუხლში მოცემული გაანგარიშების ფორმულის შესაბამისად.
3.
მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლისთვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ სიდიდეების კომბინაცია.
4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
5.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.
ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს ცენტრს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
7.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
8.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
9.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უფასოდ ახდენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
10.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს ცენტრს.
11.
ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
12.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
13.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე დაგახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და შეწყვეტა
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობსოპერატორის მომსახურებით.
3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4.
არ დაერიცხება მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5.
ცენტრის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6.
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება.
7.
ნარჩენების წარმომქნელის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
8.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს ცენტრს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს ცენტრს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
4.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ცენტრს.
მუხლი 7🔗.
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისადაიურიდიულიპირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრება ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობის (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.) შესაბამისად, შემდეგი ფორმულით:
M=N:12X 14.30,
სადაც:
ა)
M -არის მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე.
ბ)
N - არის ნარჩენის წლიური დაგროვების ნორმა მ3;
გ)
12 - არის კალენდარული თვე;
დ)
14.30- არის მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები.
N
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
ნარჩენის წლიური
დაგროვების ნორმა მ3
მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე
(ლარი)
1
2
3
4
5
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1მკვ
0.022
0.02
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და
სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება
საერთო ფართობი 1მკვ
0.08
0.09
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.1
0.10
4
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები
(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
მომსახურების ერთეული
ადგილი
0.09
0.10
5
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები,
საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთ მოსწავლეზე
0.1
0.11
6
სასტუმროები-მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
მომსახურების ერთეული
(საწოლი)
1.3
1.54
7
სავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი საწოლი
0.9
1.0
8
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება
საერთო ფართის 1მკვ
0.16
0.2
9
სტადიონები, სპორტულ
გამაჯანსაღებელი
დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ღია ფართის 1მკვ
0.02
0.02
დახურული ფართის
1მკვ
0.08
0.09
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
(სავაჭრო დარბაზები)
სამუშაო ფართის
1 მკვ
0.5
0.59
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები
და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი)
სამუშაო ფართის
1 მკვ
0.25
0.29
12
აგრალური ბაზრები, ყვავილების
ღია და დახურული მაღაზიები
საერთო ფართის
1მკვ
0.3
0.35
13
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართის
1მკვ
0.21
0.25
14
ავტოსადგომები და საწყობები
პირდაპირი მიყიდვის გარეშე(გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)
ღია ფართის 1მკვ
0.02
0.02
დახურული ფართის
1მკვ
0.08
0.09
15
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართის
1მკვ
0.08
0.09
16
მანქანების საჩვენებელი და
გასაყიდი ნაგებობები
ღია საერთო ფართის
1მკვ
0.04
0.04
დახურული საერთო ფართის
1მკვ
0.08
0.09
17
ა/მანქანების სარემონტო სადგურები,
ტექ. მომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის
1მკვ
0.02
0.02
დახურული საერთო ფართის
1მკვ
0.14
0.16
18
აბანოები, საუნები
საერთო ფართის
1მკვ
0.18
0.21
19
სადალაქოები და სილამაზის
სალონები
საერთო ფართის
1მკვ
0.35
0.41
20
მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის
შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის
1მკვ
0.25
0.29
21
რესტორნები, პიცერიები, სასადილოები,
კაფეები და ბარები.
ერთ დასაჯდომ
ადგილზე
1.5
1.78
22
საბანკო დარბაზები, სარიტუალო
მოსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ
ადგილზე
0.6
0.71
23
საცხობები
სამუშაო ფართის
1 მკვ
0.26
0.30
24
დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები,
ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები
საერთო ფართის
1მკვ
0.36
0.42
25
ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები
ღია ფართის 1მკვ
0.008
0.19
დახურული ფართის
1მკვ
0.08
0.09
26
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი
თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართის
1მკვ
0.008
0.19
27
სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული
სისტემები(ინფრასტრუქტურის ფართზე
მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთი ადგილი
0.4
0.47
28
საწარმო ობიექტების ღია ტერიტორიები,
სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის
1მკვ
0.008
0.019
29
სერიული პროდუქციის საწარმოების
შენობა-ნაგებობები(საწარმოო ნარჩენების გარდა)
საერთო ფართის
1მკვ
0.04
0.47