⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2016)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2016
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.113.016213
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,008 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2015 მიღება
01.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2015 წლის 4 თებერვალი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუხლი 1🔗. დამტკიცდეს  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის N42 დადგენილება. მუხლი 3🔗. დადგენილება  ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 ბიუჯეტით გათვალისწინებული  სოციალური დახმარების  დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას. 2. ეს წესი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღის ცენტრში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და დღის ცენტრში პირის თანადაფინანსების წესსა და პირობებს. თავი II სოციალური დახმარების სახეები მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარების პროგრამები: ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა; ბ) ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა; გ) მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა; დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დახმარების პროგრამა; ე) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა; ვ) უსინათლო ინვალიდების დახმარების პროგრამა; ზ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; თ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების პროგრამა. მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით  გათვალისწინებულია  შემდეგი სახის არაფულადი  სოციალური დახმარება: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდების) დახმარების პროგრამა; ბ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარების პროგრამა. თავი III ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიანი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 57 001-დან 150 001-მდე, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიანი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 57 001-მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ (აპრილის, აგვისტოს და დეკემბრის თვეებში). 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); დ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); ე) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 5🔗. ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამამულო ომის ვეტერანებისათვის 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღეს)  ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამამულო ომის ვეტერანებისათვის 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღეს)  ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით; გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახ(ებ)ის, ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით; დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო - აფხაზეთის ომი) ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით; ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) პროგრამით სარგებლობის მსურველი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ბ) თანხის მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. ვ) გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტები: ვ.ა) განმცხადებლის ომის ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ვ.ბ) სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე პირის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ვ.გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; 3. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 57 001-დან 150 001-მდე, შეუძლიათ სამედიცინო საჭიროებისათვის მოითხოვონ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით; ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150 001-მდე, სამედიცინო შემთხვევის დროს შეუძლიათ მოითხოვონ სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგიის ანაზღაურება არ ხდება არცერთი პროგრამით (როგორც სრული დაფინანსება, ასევე თანაგადახდა), ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა; გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების, სამედიცინო შემთხვევის დროს ფინანსური დახმარების გაწევა, ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა; 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-  ფაქტურა); ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა;           ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სათბობით უზრუნველყოფისათვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეულ იძულებით გადაადგილებული ოჯახისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით; ბ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ასანაზღაურებლად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები, გარდაცვლილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) სათბობით უზრუნველყოფისათვის: ა.ა)  განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის; ა.დ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ა.ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. ბ) სარიტუალო ხარჯებისათვის: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ.გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ბ.დ) გარდაცვლილის იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ბ.ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ.ზ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი   ოჯხების დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილ, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსური და მატერიალური დახმარება გაეწევა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების მდგომარეობის და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე, საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად. 2. დახმარების მიღების მსურველი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები რეგისტრირებული მოქალაქე,  უნდა დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სამუშაო ჯგუფის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. მუხლი 9🔗. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა ფულადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  ხანდაზმული (100 და მეტი წლის) პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ბ) დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: გ) ხანდაზმული პირის ან ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი განცხადება; დ) ხანდაზმული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; ზ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 10🔗. უსინათლო ინვალიდების ერთჯერადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მცხოვრები უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალილობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში. ვ) ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 11🔗. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ორჯერ, მეორე და მეოთხე კვარტალში . 2. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა დიალიზის პროგრამით მოსარგებლის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა;); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. მუხლი 12🔗. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარების პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარებას 300 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) მეურვის განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ცნობა მეურვის დანიშვნის შესახებ (ასლი); დ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; 3. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმეტაცია მუხლი 13🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდების) დახმარების პროგრამა 1. პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. 2. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა  „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურები უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. 3. ბენეფიციარების დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 252 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ არაუმეტეს 8 ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 14🔗. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარების პროგრამა 1. პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლისა“ და  ა.(ა).ი.პ. „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. 2. „დღის ცენტრის“ ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება; ბ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარები ხელშეწყობა; გ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა; დ) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტები არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება; ე) საჭიროების შემთხვევაში - ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება; 3. ბენეფიციარების დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე ყოველთვიურად არაუმეტეს 152 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ არაუმეტეს 13 ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 4. „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური გადასახადებით გადახდით უზრუნველყოფას. დაფინანსება განხორცილედება პროგრამის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე თანხის ჩარიცხვით კომუნალური მომსახურების მიმწოდებელთან, წელიწადში არაუმეტეს 6 200 ლარისა. თავი V სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია პროგრამით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე და ინფორმაციის დაცვაზე. მუხლი 16🔗. ბენეფიციართა მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად და/ან მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2. მიღებული განცხადებები, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისათვის. 3. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. მუხლი 17🔗. გადაწყვეტილების მომზადება. 1. . სამსახური დახმარების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალიწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები ბენეფიციართა საქმეებში. მუხლი 18🔗. დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 1. . დახმარების გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება დახმარება. 3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგები, დახმარება შეიძელბა გაიცეს მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. 4. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. წერილის მოქმედების ვადა შეადგენს 30 კალენდარულ დღეს. სამედიცინო დაწესებულებამ გაწეული მომსახურების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს 2015 წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრისა, ხოლო 2015 წლის დეკემბრის თვეში გაცემულ საგარანტიო წერილებზე არაუგვიანეს 2016 წლის 1 თებერვლისა.