,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2015 წლის 4 თებერვალი დ. მესტია |
3. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით, რომლის თაობაზეც გამგებელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს. სამსახურის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მისი შუამდგომლობით, მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ განყოფილების უფროსს, რომლის თაობაზეც გამოიცემა გამგებლის ან გამგებელთან შეთანხმებით სამსახურის უფროსის ბრძანება.
4. სამსახურის უფროსი გამგებლის დავალებით ადგენს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის დოკუმენტს, ხოლო მისი დავალებით სამსახურის თითოეული მოსამსახურე ადგენს შესაბამისი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობებს ცალ-ცალკე და ერთიანად წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც აღნიშნულის ბაზაზე გამოსცემს ინსტრუქციას ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტთა სამუშაოების აღწერილობის შესახებ.
5. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე მიღებისა და გათავისუფლების წესი, ასევე მოხელეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.“.
გარემოს დაცვის, ვეტერინარულ და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება.
1. გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება
ა) გარემოს დაცვის, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;
გ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადება, საჩივრების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;
დ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში მოქალაქეთა და იურიდიული პირების საჩივრებზე ადმინისტრაციული წარმოების ვადების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე კონტროლის განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველობის ორგანოებისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სფეროებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას;
დ) გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურთან ერთად გამგეობის მოსამსახურეთა მიერ შრომის დისციპლინის და შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლს და დარღვევების გამოვლინებას;
ე) მუნიციპალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების ვადების დაცვაზე კონტროლს და რეაგირებას;
ვ) გამგეობის მიერ გაცემული სამშენებლო, გარემოს დაცვითი, საპროექტო და სხვა ნებართვების ფარგლების დაცვაზე კონტროლს და შესაბამის რეაგირებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 04.02.2015. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.103.016169.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №12, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016169 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2716528/