,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.103.016171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.103.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვეგანაყოფების–განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვეგანაყოფებია:

ა) სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4.  სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

6. განყოფილების უფროსების უფლება-მოვალეობები, წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით.“:

2. დადგენილების მე-4 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 4. სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები და სამუშაოთა აღწერილობა

სამსახურის სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეთა მიღებას და კონსულტირებას.
2. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვას და რეაგირებას.
3. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას.
4. შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, უმწეო სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიან ოჯახთა, ხანდაზმულთა სააღრიცხვო ბაზის შექმნას, სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას.
5. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება და ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კოორდინაციას.
6. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.“

3. დადგენილებას დაემატოს მუხლი 41 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 41. უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილების ფუნქციები და სამუშაო აღწერილობა

უსახლკაროთა, უმუშევართა და დასაქმების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
1. კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეთა მიღება-კონსულტირებას.
2.  კომპეტენციის შესაბამისად მოქალაქეთა წერილებისა და განცხადებების განხილვას და რეაგირებას.
3. უმუშევართა, დავრდომილთა, უსახლკაროთა (სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, ვეტერანთა სააღრიცხვო ბაზის შექმნა, შესაბამისი სოციალური პროგრამების მომზადება, შედგენა, განხორციელება“.
4. უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიულ გადამზადებისა და სოც. რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
5. კომპეტენციის შესაბამისად ხელმძღვანელობის სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
6. ხელმძღვანელობის მიერ მიცემულ სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულებას, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“.

4. დადგენილების  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,მუხლი 5. სამსახურის დებულების ცვლილებები

1.ამ დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული წესებისა და პროცედურების მიხედვით.

2. ეს დებულება ძალაში შედის საკრებულოს დადგენილების გამოქვეყნების მომენტიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე