„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2015 წლის 4 თებერვალი დ. მესტია |
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.
6. განყოფილების სპეციალისტებისაგან უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. განყოფილების სპეციალისტების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის სპეციალისტების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.“
გამგებლის წარმომადგენელებთან მუშაობის კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) წარმომაგენლების შეხვედრების ორგანიზებას და მუშაობის გამოცდილების გაზიარებას;
ბ) გამგებლის დავალებების დაკისრებასა და მისი შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიღებას;
გ) წარმომადგენელთა წინადადებების, პროგრამების და პროექტების დამუშავებასა და გამგებლისათვის მათ მიწოდებას;
დ) მოსახლეობასთან გამგეობის მიერ დაგეგმილ და არაგეგმური შეხვედრების ორგანიზებაში წარმომადგენელთა მონაწილეობისა და როლის განსაზღვრას;
ე) წარმომადგენელთა ოფისისა და ინვენტარის უზრუნველყოფაზე წინადადებებისა და შუამდგომლობების მომზადებას;
ვ) წარმომადგენელთა მოწვევას და დასწრების უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტის სხდომებზე;
ზ) გამგებლისთვის წერილობითი დოკუმენტების მომზადებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში არსებული პრობლემების თაობაზე და შესაბამისი წინადადებების წარდგენას;
თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით შეხვედრების ორგანიზებას და მუშაობის გამოცდილების გაზიარებას;
ი) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, გადამუშავებას და მიწოდებას შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის;
კ) წარმომადგენლებთან თანამშრომლობა თემებისა და სოფლების თვითმმართველ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი საკითხების რეგულირებისა და მოსახლეობის პრობლემების დროულად და ეფექტურად გადაჭრის მიზნით;
ლ) გამგებლისათვის ანგარიშის წარდგენა სამუშაო გეგმებისა და ცალკეული დავალებების შესრულების თაობაზე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;
მ) წარმომადგენელებთან თანამშრომლობა, მუნიციპალური პროგრამების სხდომების, მათი დღის წესრიგის საკითხების გაცნობის თაობაზე, აგრეთვე, დაინტერესების შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის სხდომაზე მიწვევა;
ნ) ტერიტორიულ ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე წინადადებების მომზადება, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენისათვის და ამ კუთხით დახმარების გაწევა წარმომადგენლებისათვის;
ო) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ინვესტირებისა და მიზნობრივი პროექტების შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი განხორციელების უზრუნველყოფას;
პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში, ასევე მათ განხორცილებაზე ზედამხედველობის გაწევის კუთხით;
ჟ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, მონაწილეობის მიღება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო–სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებით სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
რ)მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, გამგებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა, ამ ქონების დაცვა და მათი მიზნობრივი გამოყენება;
ს) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით გამგებლის წარმომადგენლების დახმარებას, მოქალაქეებზე სასოფლო და სათემო კომლების დამადასტურებელი ცნობების, აქტების, საქონლის ადგილწარმოშობის დოკუმენტის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემის საკითხში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.02.2015. მიმღები ორგანო — მესტიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №15. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.103.016172.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №15, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016172 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2716582/