„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1890
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.001.964
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 29/07/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა, რომლის ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა, რომლის ორგანიზება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 ივლისი.

№1890-რს